top of page

აბრაამ საპირი     אברהם ספיר     Abraam Sapir

სექციების  სათაურების  სია

როგორ  ვეძებოთ

        თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხ-სნება.

ეძებეთ „google”-ში ან სხვა ნებისმიერ „ბრაუზერ“-ში

     ვებ. გვერდი   gjencyclopedi.com –  ქართველ ებრაელთა ენციკლოპედია  (ახალი ვარიანტი)

სადაც გაეცნობით ქართველ ებრაელთა ცხოვრების ყველა მხარეს

      ვებ. გვერდი   abraamsapir.com – და წაიკითხეთ წიგნები, გაზეთის "ალია საქართველოდან" ნომრები,  ჟურნალები, სტატიები ...
     Facebook- ში - abraam sapir   (პოსტები)
     You Tube - ში - abraam sapir   (კინო, ვიდეო და სატელევიზიო ფილმები)

     საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - ბიოგრაფიული ლექსიკონი - აბრაამ სეფიაშვილი    (მოკლე ბიოგრაფია)

     MEMATIANE GE -  აბრაამ სეფიაშვილი  (მოკლე ბიოგრაფია)

      დომარე.

       ათეული წლების განმავლობაში იღწვოდა საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ათასობით ოლეთა კეთილი აბსორბციისათვის ისრაელში

  იყო ასობით კულტურული ღონისძიების ინიციატორი, დამგეგმავი და გან-მახორციელებელი აბსორბციის ყველაზე მძიმე წლებში 

         დაწერა, დაბეჭდა, გამოაქვეყნა და გამოსცა 2 ათეულზე მეტი წიგნი.

      დაჯილდოებულია ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან 50 წლის საიუბილეო ოქ-როს წიგნში შეყვანით და საქართველოს სახელმწიფო საპატიო სიგელით.

     მისი ღირსების საპატივცემოდ ისრაელში ქართულ ენაზე დაიწერა და გამოიცა 600 გვერდიანი წიგნი "ცხოვრება კაცისა".

   2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწ-ვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა "კულტურის ამაგდარის" წოდება.

    2020 წელი. როგორც მთ. რედაქტორი აბრაამ საპირი სათავეში უდგება ტიტანური შრომის "ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის" ვებ. გვერდის (gjenciclopedi.com) შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენებზე და მის გავრცელებას საზოგა-დოებრივ ქსელებში.  ვებ. გვერდი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა   

აბრაამ საპირ სეფიაშვილი

დაიბადა: კულაშში 1942 წლის 31 მარტს

ცხოვრობს: ნიუ-იორკში ლონგ აილენდში

ელექტრონული ფოსტა:   abraamsapir@gmail.com 

სოციალური ქსელი: ABRAAM SAPIR   მესენჯერი (Facebook) 

    საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ნახევარი საუკუნის მანძილზე. მწერალი, პუბლიცისტი, ინჟინერი, გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთ. რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის განმავლობაში.

         აშდოდისა და ბათ-იამის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრი და მერის მოადგილე

   ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე

          საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარე

         ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარე

     პოლიტიკური მოძრაობის "ალია და ახალგაზრდები" დამაარსებელი ისრაელში და თავმჯ- 

abraam tmuna.jpg

 დაიბადა 1942 წელს სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში. ნინოშვილის სახელობის ოთხწლიანი სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სტურუას სახ. საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულა 1959 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური  ინსტიტუტის ქიმიურ ფაკულტეტზე. 

     ინსტიტუტში სწავლის მეორე წელს (1961) მოითხოვა ისრაელში წამოსვლა, რის გამოც რეპრესირებულ იქნა ბა-თუმის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) მიერ.

     1962-1965 წლებში იხდის სავალდებულო სამხედრო სამ-სახურს საბჭოთა არმიაში და დავაჟკაცებული უბრუნდება მშობლიურ სახლს. სამხედრო სამსახურის პერიოდში არა-ერთხელ იკავებს საპრიზო ადგილებს სპორტულ ასპა-რეზზე (კრივი, პირველი ქვესაშუალო წონა 63.5 კგ). აქვე ავლენს განსაკუთრებულ ნიჭს ელექტრონიკის სფეროში და იღებს უმაღლეს თანრიგს.  

     1971 წელს ამთავრებს სწავლას ინსტიტუტში და წარმა-ტებით იცავს ინჟინრის დიპლომს. მას ანიჭებენ ინჟინერ-

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

 
      se

ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციას. 

    1972 წლის 10 მაისს ამოდის ისრაელში. ივრითის მოკლე კურსის გავლის შემდეგ ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომიტეტს, რომლის მეშვეობითაც ეხმარება საქართველოდან ამოსულ ასობით ოლეს ისრაელში იოლ აბსორბციაში.

    1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველ ებრაელ მუშების შიმშილობით გაფიცვას, რომლის ექომაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მიაღწია, საბჭოთა კავშირამდე და სა-ქართველომდეც კი ჩააღწია. გაფიცვა ქარველ ებრაელთა სრული გამარჯვებით დამთავრდა და გოლდა მეირის მთავრობამ მიიღო გაფიცულთა ყველა მოთხოვნა. ამ გაფიცვის შემდეგ აბრამ სეფიაშვილი ისრაელში საქართველოდან ამოსულ ებრაელთა ავტორიტეტულ პიროვნებად იქცა. (გაზეთი "ჰაარეცი" (20.7.73)  იაირ კოტლერის სტატია - ("ბელადი აბრაამ სეფიაშვილი")

     იმავე წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, მოულოდნელად იწყება ქიფურის ომი. აბრამ სეფიაშვილი აქაც ავლენს წინამძღოლის უნარს და ისრაელში 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად მოხალისედ მიდის ომში - პირველივე დღიდანვე. 

     ომიდან დაბრუნებულს აშდოდის მოსახლეობა ერთსულოვნად ირჩევს საქალაქო მუნიცი-პალიტეტის დეპუტატად. ეს ისრაელის ისტორიაში, მუნიციპალიტეტში ქართველი ებრაელის არჩევის პირველი შემთხვევაა, რაზეც წერს გაზეთი "ჰაარეცი" (3.6.75). თავისი არჩევით იგი კიდევ ერთ რეკორდს ამყარებს, ის ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქ-ტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე.  

     აშდოდის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობის დროს აქტიურად ეხმარება საქართველოდან ამოსულ ოლეებს, აბსორბციის მძიმე გზაზე. მისი ინიციატივით ეწოდა აშდოდის ქუჩებს მ. მიხაკაშვილის და ი. ელიაშვილის სახელები, ხოლო ეზორ ვავის პარკს ბააზოვების სახელი. აშენდა ეზორ ვავის ქართველ ებრაელთა ცენტრალური სალოცავი.

     ტრიალებს რა საქართველოდან ისრაელში ამოსული ებრაელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აბრამ სეფიაშვილი აარსებს ქართულ ენოვან გაზეთს "ალია საქართველოდან", რომელიც თითქმის 45 წელი ემსახურა ოლეთა ისრაელში აბსორბციის კეთილშობილ საქმეს. (ამ გაზეთის  3655 ნომერი გამოვიდა და ბოლომდე მისი უცვლელი ხელმძღვანელი იყო).    

    1975 წელს ირჩევენ საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ოლეთა სრულიად ისრაელის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ და მისი ქართული სექციის პირველ თავმჯდომარედ.    

    1976 წელს მისი ინიციატივით ყალიბდება "ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოება", რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში ჩატარდა ასობით კონცერტი, ათასზე მეტი ექსკურსია ქართველი ებრაელებისათვის და საქართველოდან ჩამოსული ასობით ტურისტისათვის. რომლებიც გაჟ-ღენთილი იყო ებრაელთა სამშობლო ისრაელისადმი ღრმა სიყვარულით და არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მისი გავლენით ისრაელში ამოვიდა ათასობით ოლე. რუსთაველის საზოგადოებამ კულმინაციურ წერტილამდე აიყვანა საქართველოს ებრაელებისა და ქართველი ხალხის სიყ--ვარული და ურთიერთპატივისცემა. ამ ორგანიზაციის ეგიდით ისრაელში ჩამოყალიბდა არაერთი, ქართული თეატრალური ჯგუფი, ვოკალურ-ინსტრუმენტული და ქორეოგრაფიული ანსამბლი. გადაღებულ იქნა პირველი ქართულ-ებრაული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

      1978 წელს აბრაამ სეფიაშვილი აყალიბებს "საქართველოდან ამოსულთა მსოფლიო ფედე-რაცია"-ს, რომელშიც გაერთიანდა საქართელოდან გამოსულები ისრაელიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამიერიდან სა-ქართველოდან გამოსულ ებრაელობას გაუჩნდა წარმომადგენელი მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ სათანადო ფინანსების უქონლობის გამო ამ ორგანიზაციამ ბევრი, დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება ვერ შესძლო.

     1983 წელს აყალიბებს პოლიტიკურ ორგანიზაციას "ალია და ახალგაზრდები", რომელშიც აერთიანებს საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ოლეებს. ამ ორგანიზაციის ეგიდით ის კენჭს იყრის 1984 წლის ქნესეთის არჩევნებში. ორგანიზაციის სახელით შედგენილ ქნესეთის წევრობის კანდიდატთა სიაში პირველ ადგილზეა აბრაამ საპირი (სეფიაშვილი), ხოლო მეორე ადგილზე რუსულენოვანი ჟურნალის "კრუგი"-ს მთ. რედაქტორი გეორგ მორდელი.

    1985 წელს მისი ხელმძღვანელობით ყალიბდება დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი, რომელიც თვეების განმავლობაში აგროვებს სახსრებს და ათიათასობით დოლარს ურიცხავს დაზარალებულებს. ამ ფონდის ჩარჩოებში მისივე ხელმძღვანელობით იმართება დიდი საშეფო კონცერტი ბათ-იამში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოდან  ისრაელში ამოსული ხელოვნების ოსტატები.

   1986 წელს ისრაელში ჩამოდის საქართველოში სახელგანთქმული საესტრადო ანსამბლი "ორერა". გაზეთ "ალია"-ს რედაქცია აბრაამ საპირის ხელმძღვანელობით დიდი პატივით იღებს სტუმრებს და უმართავს მათ გახმაურებულ ბანკეტს სასტუმრო "რამადაში". დამსწრეთა აზრით ეს იყო მაღალი დონის, ინტელექტუალური წვეულება, ამ წვეულების ვიდეოფირი წლების გან-მავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა თბილისში.

   1989 წელს საქართველოდან მთავრობის ოფიციალური მიწვევით თბილისს, ჯერ კიდევ კომუნისტთა მმართველობის პერიოდში, ესტუმრა ისრაელ ჟურნალისტთა დელეგაცია აბრაამ საპირის ხელმძღვანელობით. ამ დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სხვადასვა კუთხეში ლეგენდალური შედეგებით აღინიშნა, თვით საქართველოს ოფიციალური პირების აზრით, ასეთი მაღალი დონის მიღება საქართველოში  არ ღირსებია ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაურს და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯორჯ შულცსაც კი. ისრაელის დელეგაცია გულმხურვალედ მიიღო ხაშურის (სურამის), ქუთაისის, ონის, ცხაკაიას, ფოთის, ბათუმის, ვანის, სამტრედიის და სხვა რაიონების მოწინავე საზოგადოებამ. 

     ფეხზე დამდგარმა და თვალცრემლიანმა მოისმინა აბრაამ საპირის მიერ წარმოთქმული სიტყვა თბილისის ფილარმონიის ხალხით გაჭედილმა დიდმა საკონცერტო დარბაზმა. საქართველოს რუსთაველის სახელობის საზოგადოების მეორე ყრილობის დელეგატები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამეცნიერო დაწესებულებების, აკადემიის, უნივერსიტეტების, კულტურის მუშაკთა, რაიონებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ხშირად, მქუხარე ტაშით აწყვეტინებდნენ სიტყვას.

    ყრილობამ ის აირჩია, რუსთაველის საზოგადოების სამდივნოს პირველ, უცხოელ, საპატიო წევრად. ყრილობის სამდივნოში (11 წევრი) ის იჯდა საქართველოს გამოჩენილი პროფესორების, მწერლების, კინო და თეატრალური ხელოვნების მუშაკთა შორის. სამდივნოს წევრი იყო აგრეთვე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. აბრაამ საპირის მიერ წარმოთქმული სიტყვა პირდაპირ გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით.

 

   აბრაამ საპირს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან - გივი გუმბარიძესთან, მინისტრთა საბჭოს თავ მჯდომარესთან - ნოდარ ჭითანავასთან, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივან - ჯუმბერ პატიაშვილთან, მინისტრებთან, აკადემიებისა და უნივერსიტეტების რექტორებთან. ოპოზიციის ხელმძღვანელებთან (ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, საქალაქო, რაიკომების და საოლქო კომი ტეტების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია ეწვია საქართველოს მოწინავე ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს და სხვა.

   საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავისი საგანგებო ბრძანებით, მთავრობის უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით  დააჯილდოვა აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) და ცალკე გაზეთი "ალია საქართველოდან", რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო სსრ კავშირის ისტორიაში.

   მთავრობის ეს უმაღლესი ჯილდო თვით პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, კვა რაცხელიამ გადასცა მას მთავრობის სახლის სააქტო დარბაზში, პრესის, რადიოს და ტელევიზიის ათობით ჟურნალისტის თვალწინ.

   1993 წელს აბრაამ საპირს ირჩევენ ქალაქ ბათ-იამის მერის მოადგილის პოსტზე. 

   გაზეთის "ნოვოსტი ნედელი"-ს  მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა 1998 წლის ივლისში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ისრაელში ამოსულთა შორის, იმის გასარკვევად: თუ ვის თვლიან რეპატრიანტები თავიანთ ლიდერად, აბრაამ საპირმა 35-ე ადგილი დაიკავა მთელი საბჭოთა კავშირიდან ამოსულთა შორის, ხოლო პირველი ადგილი საქართველოდან ამოსულთა შორის.  

   1998 წელს აბრაამ საპირი შეყვანილ იქნა ორგანიზაცია "კერენ კაიმეთი"-ს ოქროს წიგნში (მას მთელი ფურცელი - ორი გვერდი დაეთმო ამ წიგნში). ის ისრაელში ამოსული პირველი ქართველი ებრაელია, რომელიც შეიყვანეს ამ საპატიო წიგნში (ისრაელის სახელმწიფოს საიუბილეო 50-ე წელს), ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამ სახურებულ პირთა გვერდით.

   2000 წელს აბრაამ საპირმა გამოსცა თავისი ლიტერატურული ნაწარმოებების კრებულის პირველი წიგნი სახელწოდებით "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი". ეს პირველი ტომია იმ ნაწერებისა, რომელიც მან წლების მანძილზე გამოაქვეყნა გაზეთ "ალია"-ს ფურცლებზე.

     2001 წლის დასაწყისში "საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის - ნეშამა"-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ისრაელში საქართველოდან ამოსულთა შორის, შეკითხვაზე: - ვინ მიგაჩნიათ ისრაელში ქართველ ებრაელთა შორის ყველაზე ღირსეულ და დამსახურებულ პირად - ლიდერად, აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) დაა სახელა გამოკითხულთა 33.47 - %-მა და მას პირველი ადგილი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მან 4-ჯერ და მეტჯერ მეტი ხმა მიიღო საზოგადოებიდან, ვიდრე მეორე ადგილზე გამოსულმა.

   ისრაელში თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აბრაამ საპირმა გამოაქვეყნა ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი, გამოხმაურება და სხვა. მის მიერ "რედაქტორის კუთხის" რუბრიკის ჩარ ჩოებში გამოქვეყნებული ათობით პოლიტიკური მიმოხილვა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში. მსმენელები მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ მიმოხილვებს ისრაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქარ თულენოვან გადაცემებში.

   ისრაელის ტელევიზიის ცენტრალურმა არხმა სამჯერ გადაიღო ფილმი აბრაამის მოღვაწეობაზე. ნაწყვეტებს ამ ფილმებიდან თითქმის ყოველკვირეულად ათობით წლების განმავლობასი აჩვენებდა ისრაელის საგანმანათლებლო სატელევიზიო არხი. ისრაელის რადიო და ტელევიზია ხშირად აჩვენებდა მოკლე რეპორტაჟებს აბრაამის მონაწილეობით. თანაც არა მარტო ივრითულ არამედ რუსულ და ქართულ ენებზეც.

   რამდენიმე თვის შემდეგ გამოიცა მისი მეორე წიგნი: -"კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი", რომელიც ძალზე თბილად მიიღო მკითხველმა. 

   აღნიშნული წიგნის ივრითულენოვანი ვარიანტი ერთი წლის შემდეგ დაიბეჭდა და გავრცელდა. 

   ამის შემდეგ აბრაამმა დაწერა და გამოსცა კიდევ რამდენიმე წიგნი, რომელიც ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოს ებრაელთა ცხოვრებას ასახავდა ისრაელში და საზღვარგარეთ.

     ქართველ ებრაელთა დიდი ზეიმით აღინიშნა აბრაამ საპირის დაბადებიდან 60 (2002) ხოლო შემდეგ 70 და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წელი 2012 წელს ქალაქ აშ-დოდში მრავალასიანი პუბლიკის დასწრებით

   აღსანიშნავია, რომ ის თავისუფლად წერს, კითხულობს და საუბრობს ქართულ, რუსულ, ივრითულ და ინგლისურ ენებზე. ამის წყალობით შესძლო მან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოვლა და შემდგომი მის მიერ დაწერილმა მოგზაურობის შთა-ბეჭდილებებმა, მოხიბლა ათიათასობით მკითხველი.

    აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) მამაზეციერმა დალოცა იმით, რომ მას ჰყავს სათნო, კეთილი  და ბრძენი მეუღლე, რომელიც მედგრად უდგას მას გვერდით 57 წელზე მეტია და რომელმაც აღუზარდა მას ორი სანაქებო ექიმი შვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და ამერიკის რჩეული უნივერსიტეტების პროფესორები).

    აბრაამის სიძეც ექიმი-პროფესორია, რძალი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკის მთავარი ექიმი და ხელმძღვანელი.

    ნათქვამია კარგი ხე კარგ ნაყოფს მოისხავსო. აბრაამს 9 შვილივილი ჰყავს. ერთი იურისტია, იურიდიულ მეცნიერებათა დ-რი, (დისერტაცია დაიცვა 24 წლის ასაკში), ამერიკის ფედერალური პროკურატურის თანამშრომელი, მეორე ფინანსისტი, 5 მო-მავალი ექიმი, 1 ისრაელის იეშიბის მოსწავლე. 1  ამერიკის ებრაული სკოლის წარ-ჩინებული მოსწავლე და პრიზიორი.

    2017 წლის აგვისტოში აბრაამ საპირმა ოჯახის თითქმის სრული შემადგენლობით იმოგზაურა საქართველოში და თავის "ვებ-საითში" abraamsapiri.com გამოაქვეყნა წიგნი სათაურით "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ". რომელიც მოგზაურობის შედეგად მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებსა და დასკვნებზე მოუთ-ხრობს მკითხველს. წიგნი უკვე წაიკითხა და მოიწონა 4000-ზე მეტმა მკითხველმა.

      2018 წელს აბრაამის სცენარის მიხედვით დამზადებულ იქნა დოკუმენტური ფილ-მები "ისრაელი-70" (რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან 70 წლისთავს მიეძღვნა) და "ებრაელი პირატები".

  როგორც საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, ინფორმაცია აბრაამ საპირის პი-როვნებისა და შემოქმედების შესახებ შეტანილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ "ბიოგრაფიულ ლექსიკონში". ამ ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოძებნეთ "გუუგლ"-ში - საქართველოს პარლამენტის ერო-ვნული ბიბლიოთეკა  -  არსებული - ბიოგრაფიული ლექსიკონი - აბრაამ სეფიაშვილი.

ასეთივე ინფორმაცია გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერნეტის ვებ.გვერდში, მისა-მართზე: events.mematiane.ge/product-details.php?id=2141 

   81 წლის ასაკის შერულების მიუხედავად ის კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას და აქტიურ გამოხმაურებებს აკეთებს საზოგადოებრივ ქსელებში და "ფეის-ბუკ"-ში.

  2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწყვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა "კულტურის ამაგდარის" წოდება.

     2020 წელი. როგორც მთ. რედაქტორი აბრაამ საპირი სათავეში უდგება ტიტანური შრომის "ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის" ვებ. გვერდის (gjenciclopedi.com) შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენებზე და მის გავრცელებას საზოგა-დოებრივ ქსელებში.  ვებ. გვერდი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს.

ჩვენი  ოჯახი

תמונה משפחתי�ת.jpg

  (მარცხნიდან მარჯვნივ) პირველ რიგში : აბრაამ საპირი  (მწერალი, ინ-ჟინერი), სიმა საპირი (ჟურნალისტი) , ამითაი სამუელი (პროგრამისტი), რეუთ ბეერი (იურიდიულ მეცნიე-რებათა დ-რი), ლეა ბეერი პროფე-სორი, ჰილა ბეერი (ექიმი).

   მეორე რიგში : ოდაია საპირი (სკოლის წარჩინებული მოსწავლე), მინდი საპირი (მედიცინის მეცნიე-რებათა დ-რი), შაბთაი საპირი პრო-ფესორი, ცური საპირი (მომავალი ექიმი), აშერ ბეერი პროფესორი, ორი ბეერი (მომავალი ექიმი)

  მესამე რიგში: შილო საპირი (რელიგიური უმაღლესი სასწავლებ ლის სტუდენტი ისრაელში), ინბარ საპირი (პედაგოგი), ავიად საპირი (ფინანსისტი), ნეთანელ საპირი (ექი-მი), ევიათარ ბეერი (ექიმი),

ოჯახური  სურათები

Screenshot 2023-06-13 180709.png
Screenshot 2023-06-13 180614.png
Screenshot 2023-06-13 180553.png
Screenshot 2023-06-13 180852.png

     აბრაამი:  ჩემი ვაჟი შაბთაი, როცა ის 1.5 წლის იყო. გაგიკვირდათ ? მართალია, ფოტოგრაფსაც გაუჭირ-და იმის დაჯერება რომ ის ბიჭი იყო.

      შაბთაი არ დაიბნა, კაბა აიწია და დაანახა მას რაღაც ....

IMG-1418.jpg
Screenshot 2023-06-13 180448.png
Screenshot 2023-06-13 180506.png
Screenshot 2023-06-13 180640.png

ბანიასის ჩანჩქერთან

Screenshot 2023-06-13 180530.png

      გაზეთ 'ალია"-ს ერთერთ თანამშრომელს დაბადების დღე ჰქონდა, მათ ხელი ჩაავლეს მთ. რედაქტორს და ცეკვაში "ჩაითრიეს".

IMG-1419.jpg

     აბრაამი ქართველ ებრაელ აქტივის-ტებთან აშდოდში

Screenshot 2023-06-16 150317.png

სიმა საპირის მშობლები ნინა და მიშა ერთო ბოთერაშვილები ერთერთ ექსკურსიაზე

Screenshot 2023-06-16 151640.png

   ჩვენს შვილებს, ლეა-სა და შაბთაის (დღეისათვის ისინი სახელგანთქმული ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები არიან) ძალიან უყვარდათ ერეც ისრაელის თვალწარმტაცი ადგილების დათვა-ლიერება და ებრაელთა ისტორიული ადგილების მონახულება , ამიტომ ხშირად გავდიოდით ბუნების წიაღში.

Screenshot 2023-06-14 180627.png

1993 წ. ბნეი-ბრაკი. ისრაელი. შაბთაი საპირის ქორწინება. მარცხნიდან ა. საპირი დ-რი დათო შიმშილაშვილი, შაბთაი საპირი, ხახამ რეფაელ ელაშვილი, პროფ. აშერ ბეერი

IMG-1421.jpg

შაბთაი საპირი იერუშალაიმში 1983 წ

Screenshot 2023-06-16 152252.png

ს ა ზ ღ ვ ა რ გ ა რ ე თ

Screenshot 2023-06-13 180344.png
Screenshot 2023-06-13 180318.png

ინგლის-ბელგიის საზღვრიპირა ქალაქში

Screenshot 2023-06-13 180918.png

ესპანეთი ქალაქი კორდოვა, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. რამბამის ძეგლი. ესპანელებს (რომელთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ის ებრაელი რაბინი იყო) მიაჩნია, რომ ის წმინდანი და გენიოსი იყო.

   ესპანეთში მიღებულია კორდოვაში რამბამის მონახულება და მისი ფეხის კოცნა, თვით ხელით ფეხზე შეხებაც ძალიან მიღებულია.

Screenshot 2023-06-16 152413.png
Screenshot 2023-06-16 150613.png
Screenshot 2023-06-16 152048.png
Screenshot 2023-06-16 152209.png
Screenshot 2023-06-16 150417.png
Screenshot 2023-06-13 180249.png

შვეიცარია. ბაზელი. პროფესორ შალვა მარდახიაშვილის ოჯასში

Screenshot 2023-06-13 180427.png

გერმანია. შტუტგარტი. ზოო და ბოტანიკური პარკი. მსოფლიოში

ერთერთი ყველაზე დიდი

Screenshot 2023-06-13 180408.png

გერმანია. შტუტგარტი. ზოო და ბოტანიკური პარკი. ქალიშვილთან ერთად

Screenshot 2023-06-16 151133.png
Screenshot 2023-06-16 152252.png
Screenshot 2023-06-16 151057.png
Screenshot 2023-06-16 150507.png

გერმანია. შტუტგარტი. ზოო და ბოტანიკური პარკი. მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი

გერმანია. შტუტგარტი. ზოო და ბოტანიკური პარკი. მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი

ინგლის-ბელგიის საზღვარზე

Screenshot 2023-06-16 150417.png
Screenshot 2023-06-16 150507.png
Screenshot 2023-06-16 150444.png

გამოჩენილ  ადამიანებთან

Screenshot 2023-06-14 180353.png

აბრაამ საპირი და მთავრობის მეთაური იცხაკ რაბინი გაზეთ "ალია"-ს

მე-100 ნომრის გამოცემასთან დაკავშირებულ ზეიმზე თელ-ავივის

'ბეით ციონეი ამერიკის" დარბაზში 1974 წ.

Screenshot 2023-06-13 180834.png
Screenshot 2023-06-13 180756.png

აშდოდი. აბრაამ საპირი მიესალმება ამერიკის ელჩს ისრაელში კენეტ კიტინგს 1974 წ.

სიმა და აბრაამ საპირები მულტიმილიონერ, ქნესეთის წევრ ფლატო

შარონის ვილაში (სავიონი)

Screenshot 2023-06-16 151710.png
Screenshot 2023-06-16 151744.png
Screenshot 2023-06-13 180734.png

აბრაამ საპირი საჩუქარს გადასცემს ამერიკის ელჩის მეუღლეს

ამერიკის პრეზიდენტ ფორდისათვის გადასაცემად.

IMG-1420.jpg

ისრაელი. იერუშალაიმი. თევზის რეტორანი. სუფრას უსხედან:

ჩვენი სტუმრები პოეტი რეზო ამაშუკელი და მისი მეუღლე

გულიკო, თამრიკო გვერდწითელი, ისრაელის ტელეწამყვანი ....

Screenshot 2023-06-16 151828.png

მეგობრებთან  და  საპატივცემო  პირებთან

Screenshot 2023-06-14 180423.png

მარცხნიდან: მზია აშვილი (სიგი), მიშა ჯანაშვილი,ვერიკო ჯანაშვილი,

ფლატო შარონი, აბრაამ საპირი, რაფი ბარ-ლავი და მოსე დანიელოვი

Screenshot 2023-06-14 180104.png
Screenshot 2023-06-14 180211.png

სახელგანთქმული ექიმი ონკოლოგი, პროფ. ჯემალ აჯიაშვილი

(მარხნიდან პირველი) მეგობრებთან

Screenshot 2023-06-14 180140.png

სახელგანთქმული ექიმი ონკოლოგი, პროფ. ჯემალ აჯიაშვილი

მეუღლესთან და შვილებთან

IMG-1422.jpg

ა. საპირი ესაუბრება აბსორბციის სამინისტროს,

საზოგადოებრივი აბსორბციის დეპარტამენტის

ხელმძღვანელს სონია პერეცს  1974 წ

ბათ-იამი. ქართველ ებრაელთა კულტურის სახლი. მღერის პოეტი ნანა შაბათაშვილი (დავარაშვილი)

Screenshot 2023-06-16 152122.png
Screenshot 2023-06-16 150204.png

ისრაელი. იერუშალაიმი. თევზის რეტორანი. სუფრას უსხედან: ჩვენი სტუმრები პოეტი რეზო ამაშუკელი და მისი მეუღლე გულიკო, თამრიკო გვერდწითელი, ისრაელის ტელეწამყვანი ....

ისრაელი. იერუშალაიმი. თევზის რეტორანი. სუფრას უსხედან: ჩვენი სტუმრები პოეტი რეზო ამაშუკელი და მისი მეუღლე გულიკო, თამრიკო გვერდწითელი, ისრაელის ტელეწამყვანი ....

ისრაელი. იერუშალაიმი. თევზის რეტორანი. სუფრას უსხედან: ჩვენი სტუმრები პოეტი რეზო ამაშუკელი და მისი მეუღლე გულიკო, თამრიკო გვერდწითელი, ისრაელის ტელეწამყვანი ....

ისრაელი. იერუშალაიმი. თევზის რეტორანი. სუფრას უსხედან: ჩვენი სტუმრები პოეტი რეზო ამაშუკელი და მისი მეუღლე გულიკო, თამრიკო გვერდწითელი, ისრაელის ტელეწამყვანი ....

დიალოგი  აბრაამთან

დიალოგი აბრაამთან.jpg

© 2023 by Under Construction. Proudly created with Wix.com

bottom of page