top of page

დელეგაციის  მეთაური

სექციების  სათაურების  სია

როგორ  ვეძებოთ

        თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხ-სნება.

1.     ისრაელის პირველი ოფიციალური ჟურნალისტთა დელეგაცია მოსკოვში

2.     რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე

3.     დელეგაციის მეთაურის აბრაამ საპირის სიტყვა ყრილობაზე

4.     მიღება კათოლიკოს-პატრიარქთან

5.     შეხვედრა კომ.პარტიის პირველ მდივანთან

6.     შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გივი ჯავახიშვილთან

7.     მიღება ჟურნალისტთა კავშირში

8.     გაზეთ  "კომუნისტი"-ს რედაქციაში   

9.     შეხვედრა ვაჭრობის მინისტრ რაფო ელიგულაშვილთან

10.   დელეგაციის ვიზიტი სურამში

11.   დელეგაცია ქუთაისისკენ მიემგზავრება  

12.   დელეგაცია ონში

13.   სენაკში, ბანძაში და სუჟუნაში

14.   დელეგაციის მიღება ფოთში 

15.   დელეგაციის ვიზიტი ბათუმში  

16.   ვანში 

17.   სამტრედიაში   

18.   კულაშში

19.   ისევ თბილისში

20.   კონიაკის ქარხანაში

21.   შეხვედრა მერაბ კოსტავასთან

22.   ქართლოს კასრაძესთან

23.   სტუმრად მედეა ჯაფარიზესთან

24.   ვაჟა და "ნისანი"

25.   ქსოვრელების ორიგინალური მედუდუკეთა ანსამბლის მიერ მოწყობილ სუფრაზე

26.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  1

27.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  2

28.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  3

29.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  4

30.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  5

31.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  6

32.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  7

33.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  8

34.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  9

35.   საქართველოში ისრაელის ჟურნალისთთა დელეგაციის მოგზაურობის პროგრამა

36.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  10

37.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  11

38.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  12

39.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  13

40.   რას წერდნენ საქართველოს გაზეთები  -  14

41.   ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის საქართველოში გადაღებული სურათები

42.   საუბარი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში

43.   გაზეთ "ალია"-ს 15 წლისთავის წინ, გასაუბრება პოეტ რეზო ამაშუკელთან

44.

45.

  

ისრაელის  ჟურნალისტთა  პირველი, ოფიციალიური  ვიზიტი  საბჭოთა  კავშირსა და  საქართველოში

მ ო ს კ ო ვ შ ი

       1989 წლის სექტემბრის დასაწყისში ისრაელის პირველი, ოფიციალური, ჟურნალისტთა დელეგაცია, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მიწვევით, ისრა-ელიდან ავსტრიის გავლით ჩაფრინდა მოსკოვში და მიღებულ იქნა მაღალ სახელმწიფო დონეზე. დელეგაციის წევრები მოათავსეს საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის კუთვნილ შენობაში, რომელიც მოსკოვის ცენტრში მედებარეობს. დელეგაციისათვის სახელმწიფო სასტუმრო “ნაციონალ”-ის რესტორანში გამოყოფილი იყო განსაკუთრებულად დაცული დიდი ოთახი, სადაც ერთდროულად შეეძლო ესადილა 30-40 სტუმარს. პირველად გაგვიკვირდა, თუ რისთვის იყო საჭირო, ამხელა ოთახის გამოყოფა, 7 კაციანი დელეგაციისათვის, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ ვცდებოდით. პირველივე დღეს ჩვენთან ერთად სუფრის ირგვლივ ისხდა 30-35 მოსადილე. ესენი იყვნენ მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული ჟურნალისტები და რედაქტორები, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები და კგბ-ს გენერალი მეუღლით.

      დელეგაციაში შედიოდნენ: პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი მეუღლით მზია, გაზეთ “ალია”-ს მთ. რედაქტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) – დელეგაციის ხელმ-ძღვანელი, მეუღლე სიმასთან ერთად, “ალია”-ს რედაქტორი ვაჟა თოფჩიაშვილი, ხელოვანი დავით ხუბელაშვილი და ისრაელის რადიოს სამმართვე-ლოს უფროსის მოადგილე იოელ რეკემი.

     როგორც იცით, იმ პერიოდში ისრაელსა და საბჭოთა კავშირს შორის დიპ. ურთიერთობა გაწყვეტილი იყო და სუფრის წევრებს აინტერესებდათ, პირველი წყაროდან მოესმინათ, ყველაფერი ისრაელზე. არაოფიციალურმა საუბარმა სუფრაზე ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთთან დელეგაციის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენი სტუმრობა გახდა პირველი ნაბიჯი, ისრაელსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის განახლების გზაზე.

   რესტორნიდან დელეგაციის წევრები მოსკოვის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წაიყვანეს, დელეგაციის მეთაური კი მთავრობის მანქანით (სპეციალურ ესკორტთან ერთად) მიიყვანეს საბჭოთა კავშირის ბეჭდვთი სიტყვის მინისტრის კაბინეტში. მინისტრთან საუბარი შეეხო ისრაელ საბჭოთა კავშირის მომავალ ურთიერთობებს. შემდგომში მას შეხვედრები ქონდა უდიდესი გაზეთების “პრავდა” და “იზვესტია”-ს მთ. რედაქტორებთან და საბჭოთა კავშირის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.

თ ბ ი ლ ი ს შ ი

       მესამე დღეს შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, როცა ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, გვიანი ღამის მიუხედავად ასობით ადამიანი ელოდა მათ ჩამოსვლას. და აი შეხვედრის პირველი წუთები თბილისის აეროპორტში 1989 წლის 3 სექტემ-ბერს.

    მიაქციეთ ყურადღება საინტერესო ფაქტს, თვითმფრინავი “ტუ-104”, რომლითაც დელეგაცია ჩამოფრინდა მოსკოვიდან პირდაპირ აეროპორტის ჭიშკართან მიიყვანეს, სადაც მათ საქართვე-ლოს მთავრობის თანამშრომლები და მაღალი კლასის მანქანები ელოდათ.

        ამ კადრების ნახვა ქართული ინტელიგენციის ბევრ წარმომადგენელს გაგახსენებთ.

გათენებამდე ელოლიაებოდნენ ძვირფას სტუმრებს სასტუმრო “ივერიას” სადარბაზოში

ლამაზი  სუფრა  რეზოსთან

   ქალაქში გასეირნების შემდეგ ისინი მიიწვიეს დიდი ოსტატობით და მაღალი გემოვნებით გაწყო-ბილ სუფრასთან პოეტ რეზო ამაშუკელის ბინაზე თბილისში. სუფრას უსხდა საქართველოს იმდროინ-დელი ბოჰემისა და ისტებლიშმენტის რჩეული წარმომადგენლები. (თბილისის ქალაქის მერი, მინისტ-რები, მთავრობის მაღალი რანგის თანამშრომლები, ხელოვნების და ლიტერატურის გამოჩენილი მოღ-ვაწეები და სხვა).

    აქვე სუფრის ცენტრალურ ნაწილში ისხდნენ რეზოს მეგობრები (ლოტბარები) რომლებიც ბულბუ-ლებივით გალობდნენ, მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს და თავისებურ ლაზათს ჰმატებდნენ ქართულ სუფრას.

ხაზგასასმელია ქ-ნ გულიკოს (რეზოს მეუღლის) გულისხმიერება, რომელსაც გაუთვალისწინებია, რომ სუფრაზე მხოლოდ ქაშერი ღვინო და საჭმელები ყოფილიყო.

თბილისის  ღირსშესანიშნავი ადგილები

   დილის საათებში მცირედი დასვენების შემდეგ მთავრობის მანქანების ესკორტი დელეგაციის წევრებთან ერთად გაემართა თბილისის ღირსშესანიშნაოებების დასათვალიერებლად.

   -“პირველად აბანოთ უბანს ვესტუმრეთ, სტუდენტობის წლებში ხშირად მიხდებოდა ხოლმე ამ უბანში ყოფნა და მას კარგად ვიცნობდი. ათეული წლების შემდეგ ბევრი რამ შეცვ-ლილა აქ.

   ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის დათვალერების შემდეგ მეტეხის ხიდის გავლით მეტეხის ციხესთან ავედით. იქ დავით აღმაშენებლის მოედანი დავათვალერეთ, მოვინახუ-ლეთ ცხენზე ამხედრებული მისი ძეგლი …. მეტეხის მაღლო-ბიდან დავინახეთ მთაწმინდა და ტელევიზიის მაღალი ანძა …”                             აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

თბილისელი  მხატვრების გამოფენა-გაყიდვაზე

   მეორე დილით მტკვრის მეორე მხარეს დასათვალიერებლად წაიყვანეს დელეგაციის წევრები. აქ მოწყობილი იყო თბილისელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა გაყიდვა. დელეგაციისა და მისი თანმხლები პირების გამოჩენამ ამ გამოფენაზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელოვანთა შორის. ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ განსაკუთრებული პატივი ეცათ დელეგაციის ხელმძღვანელისათვის.

     საკმარისი იყო მას ყურადღება მიექცია რომელიმე ნამუშევრისათვის, მისი შემოქმედი იქვე აპირებდა სტუმრისთვის საჩუქრად მიერთმია თავისი ნაშრომი. უხერხულ მდგომარეობაში მყოფი აბრაამი ცდილობდა უარი ეთქვა, მაგრამ მხატვრების თხოვნას უარი ვეღარ უთხრა, მით უმეტეს, რომ კულტურის მინისტრის თანაშემწემ განაცხადა რომ ის პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ ნაჩუქარ ნივთებს მისი თანამშრომლები თვითონ შეფუთავენ, სათანადო დოკუ-მენტებს გააფორმებენ და დელეგაციის უკან დაბრუნებისას თვითონ მოათავსებენ თვითმფრინავში ისე, რომ მას ხელის განძრევაც კი არ დასჭირდება …..

     ისე მოხდა, რომ ათობით ნივთი და მხატვრული ნამუშევარი აღმოჩნდა დელეგაციის მეთაურის სალონში, ისრაელში დაბრუნების შემდეგ. დღეისათვის ისინი სათუთად ინახება აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) კოლექციაში და ამშვენებს მის სალონს.

აბრაამ საპირი არჩეულია რუს. საზოგადოების პირველ საპატიო წევრად

მხატვ-1-1024x768.jpg
საპატიო წევრი.png

რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე

   იმ დღეებში თბილისში (ფილარმონიის დიდ დარბაზში) მიმდი-ნარეობდა ახლად ჩამოყალიბებული “რუსთაველის საზოგადოების” ყრილობა.

    ყრილობას ესწრებოდა ქართული ინტელიგენციის, მთავრობის, პარლამენტის, რაიონული ხელმძღვანე-ლობის, აკადემიის – რჩეუ-ლი წარმომადგენლები.

  ყრილობის დეპუტატები ფეხზე მდგარი, ტაშით შეეგებენ დელე-გაციის წევრების გამოჩენას, რომელსაც თან ახლდა დიდი პოეტი და კულტურის მინისტრის მოადგილე რეზო ამაშუკელი.

   ყრილობამ სამდივნოში 9 წევრი აირჩია და მათ შორის: ზვიად გამსახურდია, ……… რჩეულიშვილი, აკაკი ბაქრაძე, ანა კალანდაძე, კინოსტუდია “ქართული ფილმის” ხელმძრვანელი რევაზ ჩხეიძე და ყრილობის სტუმარი: ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის ხელ მძღვანელი ისრაელიდან აბრაამ საპირ (სეფიაშვილი).

    გაზეთ “ალია”-ს და ჟურნალ “ალიონი”-ს ათობით ეგზემპლიარი პირდაპირ დაიტაცენ ყრილობის დელეგატებმა.

   ყრილობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სამდივნოს წინადა-დებას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველ უცხოელ საპატიო წევრად აერჩიათ აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

გაზეთ “სამშობლო”-ს რედაქციაში

     1989 წელი. თბილისის ფილარმონიის დიდ დარ-ბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრი-ლობიდან, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევ-რები აბრაამ საპირ სეფიაშვილის მეთაურობით გაზეთ “სამშობლოს” რედაქციისაკენ ფეხით გაეშურნენ. ჩვენი მასპინძლები იყვნენ კოლეგები გაზეთის რედაქტორ პაატა ნაცვლიშვილისლის ხელმძღვანელობით.

აბრაამ  საპირის  სიტყვა ყრილობაზე

     საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველ უცხოელ საპატიო წევრად აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) არჩევის შემდეგ ის მიიწვიეს ყრილობის ტრიბუნასთან, სიტყვის წარმოსათქმელად.

    ყრილობის მთელი მსვლელობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალუ-რი არხითა და რადიოთი. დარბაზში იმყოფებოდნენ მედიისა და პრესის თანამშრომლები. მათთვის ატრაქ-ცია იყო ისრაელის ჟურნალისთთა დელეგაციის გამო-ჩენა ყრილობაზე.

       აბრაამის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ისე მოხიბ-ლა ყრილობის დელეგატები, რომ ფეხზე წამოდგომით, მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვეს ის რამდენჯერმე, ისინი თვალებზე ცრემლმომდგარნი ისმენდნენ თითო-ელ მის სიტყვას

მიღება  კათალიკოს-პატრიარქთან

   1989 წელი. თბილისის ფილარმონიის დიდ დარბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრილობიდან, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევრები აბრაამ საპირ სეფიაშვილის მეთაურობით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია-მეორის კანცელარიაში დანიშნულ მიღება-შეხვედრაზე მივიდა.

  მას თან ახლდა ილია-მეორის უაღრესად პატივისმცემელი პოეტი რეზო ამაშუკელი და და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ზაურ გომართელი.

  პატივცემულმა ილია-მეორემ დიდი სითბოთი მიიღო დელეგაცია და განსაკურებით კი დელეგაციის მეთაური აბრაამ საპირი რომელსაც უკვე დიდი ხანია პირადად იცნობდა.

  კათალიკოსმა გაიხსენა მისი პირველი ვიზიტი ისრაელში 1981 წელს და ის თბილი დახვედრა რომელიც მას მოუწყო ისრაელში 1976 წელს ჩამოყალიბებულმა “რუსთაველის სახ, საზოგადოებამ” აბრაამ საპირის ხელმძღვანეობით და მისი შეხვედრა ისრაელის თავდაცვის მინისტრ, გენერალ არიელ შარონთან, რომელიც აგრეთვე აბრაამის მეშვეობით მოხდა. (აბრაამი შარონის დივიზიის შემადგენლობაში იბრძოდა ქიფურის ომში და მასთან ერთად გადალახა სუეცის არხი და შევიდა ეგვიპტეში).

  პატრიარქმა გაიხსენა აგრეთვე მისი მეორე ვიზიტი ისრაელში 1985 წელს, როცა მან “რუსთაველის სახ, საზოგადოების” წევრების თანხლებით ჯვრის მონასტერში (იერუშალაიმი) შეაბრძანა ილია მართალის (ჭავჭავაძის) ხატი.

   შეხვედრაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ხანი გაგრძელდა ილია-მეორემ დალოცა ისრაელი, ებრაელი ხალხი და დელეგაციის წევრები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ.

მიღება  კომპარტიის  პირველ  მდივანთან

   “1989 წელი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია-2-სთან დიდებული მიღების შემდეგ ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევრები, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელობასთან შესახ-ვედრად წაიყვანეს, მე კი ძმადნაფიცმა მეგობარმა რეზო ამაშუკელმა მთხოვა თან გავყოლოდი ისე, რომ არ უთ-ქვამს, თუ სად მივყავდი,

   მთავრობის შავი “ვოლგა”, რომელშიც ვისხედით მალე აღმოჩნდა მაღლივი შენობების კომლექსის საიდუმლო შესასვლელის წინ, სადაც მხოლოდ მთავრობის უმაღლესი ეშელონის წევრებს ჰქონდა შესვლის უფლება.

   მანქანიდან გადმოვედით თუ არა, იქვე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივ ნის კანცელარიაში აღმოვჩნდით. რეზო შინაურად ითვლებოდა იქ და წარმადგინა ჯერ კანცელარიის უფროსის წინაშე ხოლო შემდეგ პირველი მდივნის – გივი გუმბარიძის კაბინეტში.

   გუმბარიძემ გულთბილად მიმიღო და დაინტერესდა ჩვენი ცხოვრებით ისრაელში. შემდეგ სხვა საკითხებსაც შეეხო და დაგეგმილი 15 წუთიანი შეხვედრა 1 საათი 15 წუთი გაგრძელდა.

     ამ საუბრის მსვლელობის დროს არა ერთხელ შეახსენეს პირველს, რომ მას მოწვეული მინისტრები ელოდნენ.

                           აბრაამ საპირი (სეფიაშვილი)

სტუმრად  ჟურნალისტთა კავშირში

   ჟურნალისტთა კავშირში დელეგაციას მოგვესალმა ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომართელი (არაჩვეულებრივად კეთილი და სათნო ადამიანი) და მდივანი აკაკი … ჩვენი ფაქტიური მასპინძლები.

   საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხის, რადიოს და პრესის წამყვანმა ჟურნალისტებმა ბევრი კითხვა დაუსვეს საქართველოს სტუმრებს. დელეგაცი-ის მეთაურმა დამაჯერებელი პასუხები გასცა მათ კითხვებს…

საგარეო საქმეთა მინისტრ გივი ჯავახიშვილთან

  მწერალთა კავშირიდან დელეგაციის წევრები მინისტრთან შესახვედრად გაემგზავრნენ. აქ გაიმართა მეტად მნიშვნე-ლოვანი საუბარი, დელეგაციის ხელმძღვანელ აბრაამ საპირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის – ისრაელისა და საქარ-თველოს მომავალი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფარ-თოების შესახებ. პირველ რიგში ეს ეხებოდა ტურისტული მოგზაურობების აღდგენას და ფრენების განახლებას საჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის.

   მოსკოვში მიღწეული შეთანმების მიხედვით პირველი ფრენა საბჭთა თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიყო რეისით – “თბილისი – თელ-ავივი”.

   ასეთი ფრენა რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც განხორ-ციელდა აბრაამ საპირის საქართველოში მეორე ვიზიტის შემ-დეგ და ის იყო პირველი ისრაელის მოქალაქე ვინც პირდაპირ თბილისიდან ჩამოფრინდა თელ-ავივში პირველი რეისით (თვითმფრინავი “ტუ-104”) საბჭოთა კავშირიდან (საქართვე ლოდან) ისრაელში.

პრეს-კონფერენცია  ჟურნალისტთა  კავშირში

  სახელგანთქმულ ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისთთა კავშირის დიდ დარბაზში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც მიჰყავდა ებრაისტიკის პროფესორს კოტე წერეთელს.

   დარბაზში თავი მოიყარა 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა, (ფოტოჟურნალიტმა) დასწრების ბევრი მსურველი დარბაზის გარეთ დარჩა უადგილობის გამო.

    ჟურნალისტები მოხიბლა აბრაამ საპირის პასუხებმა და მადლიერების ნიშნად მას საქართველოში სტუმრობის სამახსოვრო სურათების ალბომი აჩუქეს.

რუსთაველის  პროსპექტი თბილისში  9  აპრილის  შემდეგ

   ჟურნალისტებმა დელეგაციის წევრები მიიწვიეს დარბაზში, სადაც გა-მოფენილი იყო 9 აპრილთან დაკავსირებული დოკუმენტური სურათები.

   დელეგაციის წევრი იოელ რეკემი – ისრაელიის რადიოს “კოლ ისრაელის” სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირდაპირ გადაცემებს აკეთებდა ის-რაელის რადიოსა და ტელევიზიისათვის ივრითზე.

გაზეთ  “კომუნისტი”-ს რედაქციაში

   ისრაელის ჟურნალისტთა პირველი, ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი, გაზეთის “ალია საქარ თველოდან” დამაარსებელი, გამომცემელი და მთ. რედაქტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) გაზეთ “კომუნისტი”-ს რედაქტორის კაბინეტში. აქ არიან საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი და ჟურნალ “დროშა”-ს რედაქტორი ოთარ ქინქლაძე (მარჯვნიდან პირველი), “კომუნისტი”-ს რედაქტორი ნიკოლოზ ჩერ-ქეზიშვილი, მისი მოადგილე და აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) .

IMG-7099-1024x768.jpg

მ თ ა წ მ ი ნ დ ა ზ ე 

    არ შეიძლება თბილისს ესტუმრო და არ მოინახულო საქართველოს მშვენება და თბილისის ბრილიანტი – მთაწმინდა. თუ გსურთ სიამოვნება სრულყოფილი იყოს, მთაწმინდაზე მატარებლით უნდა ახვიდე. ჩვენც ვერ ვთქვით უარი ამ სიამოვნების მიღებაზე. მით უმე ტეს რომ ჩვენ თან გვახლდა უაღრესად ტკბილად მეუბარი კაცი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – ნიკოლოზ გულიაშვილი.

გაზეთ   “თბილისი”-ს  რედაქციაში

    “გაზეთ “თბილისი”-ს რედაქციისაკენ რუსთაველის პროსპექტზე ფეხით წავედით, დელე გაციას თან 50-60–მდე ადამიანი მოგვყვებოდა. დელეგაციას წინ მიუძღოდა პოეტი რეზო ამაშუკელი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომართელი, პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი აბრაამ საპირ-სეფიაშვილი.

  ჟურნალისტები. ტელეოპერატორები. ფოტოკორესპონდენტები განუწყვეტლივ ტრიალებდნენ ჩვენს ირგვლივ, იღებდნენ სურათებს და იწერდნენ ნებისმიერ წვრილმანს. საღამოთი და მეორე დილით საქართველოს ცენტრალურ გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში შუქდებოდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თანაც ყოველღიურად. მთელ საქართველოში დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

   როგორც ოფიციალურ დელეგაციას, ყოველთვის თან გვახლდა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაცვის რაზმი, ყოველგვარი ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად. ეს სრუ-ლიადაც არ იყო საჭირო, ვინაიდან რუსთაველის პროსპექტზე მოსიერნენი დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით გვხვდებოდნენ და გვესალმებოდნენ. უმრავლესობამ კარგად იცოდა ვინ და საიდანაც ვიყავით.

   იაკობ ჩიკვაშვილი განაცვიფრა ერთი ქართველის ქცევამ. ის ჯიქურ მოეჭრა დელეგაციას და ჩემსკენ წამოვიდა, დაცვა იქვე შემოეჭდო მას ირგვლივ, მაგრამ ეს საჭირო არ აღმოჩნდა. კაცი მოვიდა და ჩემს წინ დაიჩოქა:

  • – “აბრამ სეფიაშვილო – მეუბნება ის – საქართველო არ დაივიწყებს შენს დამსახურებას, შენ შეუნარჩუნე ქართული ენა თაობებს და პირობას გაძლევ, საქართელოში ებრაელს არავინ ავად არ შეეხება”.

  • ფეხზე წამოვაყენე და გულში ჩავიხუტე. შემდგომში გაირკვა, რომ ეს კაცი ქვედა სამყაროს ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა. მას იქამდე მილიცია და კგბ-ც პატივს მიაგებდა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამის შემდეგ საქართველოს ციხეებში მყოფ ებრაელებს აბუჩად  აღარავინ იგდებდა და სათნოდ ეპყრობოდნენ.

    • იქვე რუსთაველის პროსპექტის გასწვრივ, გაზეთ “კომუნისტი”-ს რედაქციის მხარეს (ლენინის მოედნისაკენ) შენობების უზარმაზარი ვიტრინების მინებზე გამოკრული იყო ჩვენი დელეგაციის წევრთა 2-3 მეტრიანი სურათები და საქართველოში ვიზიტის აღმნიშვნელი ფაქტები. ეს გამოფენა თვეების განმავლობაში არსებობდა და თითქმის ყველა თბილისელი ინტერესდებოდა მით.

   გაზეთ “თბილისი”-ს რედაქციაში გულთბილად და გაწყობილი ქართული სუფრით შეგვხვდა, გაზეთის რედაქტორი დავიდ მელუხა, და ამ გაზეთის წამყვანი ჟურნალისტები.

მიღება  რაფო  ელიგულაშვილთან

რაფო-ელი-1024x515.jpg

    სურათზე: ვაჭრობის მინისტრ რაფო ელიგულაშვილის კაბინეტში. (მარცხნიდან მარჯვნივ) დავით ხუბელაშვილი, სამსონ იაკობაშვილი, იაკობ ჩიკვაშვილი, იოელ რეკემი, ბატონი რაფო ელიგულაშვილი, შალვა სვანი, საქართველოში ისრაელის ჟურნალისტთა პირველი, ოფიციალური დელეგაციის ხელმ-ლი აბრაამ საპირი. მისი მეუღლე სიმა, მზია მამისთვალოვი-ჩიკვაშვილი და ვაჟა თოფჩიაშვილი.

   ბევრი მინისტრი ცდილობდა ჩვენი დელეგაციის მიწვევას, მაგრამ ჩვენი ვიზიტის პროგრამაში, თავი სუფალი წუთის მოძებნაც ძნელი იყო, 18 დღის განმავლობაში, მთელი საქართველო უნდა მოგვეარა.

   ბატონ რაფოს, როგორც ძველ კომუნისტს, რეპრესიებ გამოვლილს, საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფს და გამართლებულს უარი ვერ უთხრეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობაში, ის ხომ ერთადერთი ებრაელი იყო.

   მას დიდი სიხარული მოგვარა ჩვენთან გასაუბრებამ და ბევრი რამ გვკითხა ისრაელში ჩვენი ცხოვრების შესახებ.

   ვიზიტის ბოლოს მოხუცმა ფეხით ჩამოგვაცილა მესამე სართულიდან, მისი პირადი მანქანის სადგომამდე, თვითონ გამოაღო მანქანის კარები და ჯერ აბრაამ საპირის მეუღლე მიიწვია და მერე პირადად ის.

       ასევე დააკვალიანა მან დელეგაციის სხვა წევრები და თბილად დაგვემშვიდობა.

      ეს იყო მინისტრის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოჩენილი უდიდესი პატივისცემა. კეთილი იყოს მისი ხსოვნა

დელეგაციის  საქართველოში მოგზაურობის  სურათები

ავტორები იოსებ დავითაშვილი და ალესანდრე კავკასიძე – “ტასს”-ის ფოტოკორესპონდენტები

დელეგაციის  ვიზიტი  ხაშურში  (სურამი) 

   ხაშურის რაიკომის პირველი მდივნის როლანდ მულაძის მიწვევით დელეგაცია სურამის დასათვა-ლერებლად გაემგზავრა.
  დელეგაციას თან გაჰყვა საქართველოს ინტელიგენციის და მთავრობის წარმომადგენელთა დიდი ამალა (ასზე მეტი ადამიანი და მათ შორის სახელოვანი პოეტი რეზო ამაშუკელი, გიგლა ხუხაშვილი, ოთარი სეფია-შვილი და ბევრი სხვა).
   დელეგაციის შესახვედრად ქუჩაში გამოვიდა 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც ვარდ-ყვავილებითა და კამფეტებით შეხვდნენ მათ. 
    სურამის შესასვლელთნ დელეგაციას შეეგება არღნებით აღჭურვილი ფაეტონების რიგი. ასე მიიყვანეს ისინი თეატრის შენობამდე სადაც დილიდანვე ხალხით გაჭედილი დარბაზი ელოდა მათ.
   ხალხის კიდევ უფრო მეტი ნაწილი, რომელთაც ვერ შეძლეს შენობაში მოხვედრა თეატრის წინა მოედანზე ელოდა მათ.     

   სტუმრების მიღება რომ უფრო კარგად დაენახათ ხალხის ნაწილი ქუჩის ორივე მხარეს მდებარე სახლებში ასულან მესამე სართულამდე, ზოგიც სახლის სახურავზე მოკალათებულა …. დანარჩენი იხილეთ ამ ვიდე-ოფირების საშუალებით.

სურამის  თეატრში

      ხალხით ისე იყო გაჭედილი დარბაზი, რომ შიგ ნემსსაც ვერ ჩააგდებდით. ადგილობრივების გარდა დარბაზში შეამჩნევდით საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულებსაც. მათ შორის განსა-კუთრებით გამოირჩეოდნენ დელეგაციის ხელმძ-ღვანელის პატივსაცემად კულაშიდან ჩამოსულები.

  სცენაზე ისხდნენ დელეგაციის წევრები, თბი-ლისიდან დელეგაციასთან ერთად ჩამოსული საპა-ტიო და სახელგანთქმული სტუმრები.

იერუშალაიმის  ქუჩის  გახსნა სურამში

    სურამის თეატრში მხურვალე მიღების შემდეგ მთელი საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და პარკის მიმარ-თულებით გაეშურა. წინ მათ მიუძღოდა მოსწავლე ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც ხელში ეჭირათ აბრები წარწერით “იერუშალაიმის ქუჩა”. ქალაქის ხელმძ-ღვანელობას გადაუწყვეტია პარკისაკენ მიმავალი ცენტ რალური ქუჩისთვის ამიერიდან იერუშლაიმის ქუჩის სახელი ეწოდებინა.

   პარკში რომ შევედით აქ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. პარკის ცენტრალურ ნაწილში დადგმული იყო კვარცხლბეკი წარწერით: “აქ დაიდგმება ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მემორიალი”. ბევრი ლამაზი სიტყვა წარმოითქვა აქ.

დელეგაცია  ქუთაისისკენ  მიემგზავრება

  ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია ონიდან ქუთაისისაკენ მიემგზავრება. დელეგაციის წევრებითა და თანმხლები პირებით დატვირთული ავტობუსი მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე ცენტრალური მოედნის განაპირა მდებარე სასტუმროს წინ გაჩერდა. აქ უამრავი ხალხი ელოდა სტუმრებს. ქუთაისლები დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდნენ დელეგაციის წევრს, პოეტ იაკობ გოლან ჩიკვაშვილს, რომელიც ამ ქალაქის მკვდრი შვილი იყო.

    გულთბილი მოკითხვის შემდეგ ისინი მიიწვიეს ებრაულ რესტორანში გაშლილ დიდ სუფრაზე. აქ მხიარულებამ და განწყობამ ზენიტს მიაღწია, სიმღერებს ცეკვაც მოყვა და სტუმრებსა და მასპინძლებს შორის ურთიერთობა ძალიან ახლობელი გახდა.

ბაგრატის  ტაძარში  (ქუთაისი)

   ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა სპეციალური კონცერტი გამართა დელეგაციის საპატივცემოდ ბაგრატის ტაძარში. დელეგაციის სახელით მათ პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი მიესალმა.

სურათების ალბომი, რომელიც სპეციალურად დაამზადეს

მიღება  ქუთაისის  პარტიის საოლქო  კომიტეტში

  საოლქო კომიტეტი. 1989 წელს ეს იყო ქუთაისში ხელისუფლებისა და პარტიის უმაღლესი ორგანო. კო-მიტეტის პირველ მდივანთან ერთად აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი შანშიაშვილი და სხვა მაღალი თანამ-დებებობის პირები აქვე იყვნენ თბილისიდან დელეგა-ციასთან ერთად ჩამოსული მინისტრები, ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები.

ო ნ შ ი

      11 სექტემბერი 1989 წელი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია აბრაამ საპირ-სეფიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ესტუმრა. საქართველოს არა ერთი რაი ონის ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული ამ დელეგაციის მიწვევით, როცა რაიონების სია გააცნეს დელეგაციის მეთაურს, მან სურვილი გამოსთქვა, თუ ეს შესაძლებელი იყო, გვენახა რაჭა და ონის ებრაელობა.
       ონის რაიკომის პირველი მდივნის რევაზ ნოდარიშვილის მიწვევით დელეგაცია რაჭის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
      დელეგაციას თან გაჰყვა საქართველოს ინტელიგენციის და მთავრობის წარმომადგენელთა ამალა.
   “ქუთაისიდან რაჭისკენ გავემგზავრეთ და მალე ჩვენს თვალწინ გადაიშალა ულამაზესი სანახაობა: მთები, ჩანჩქერები, მთიდან რაკრაკით ჩამომავალი ნაკადულები, მდელოები, ულამაზესი საძოვრები და დაუვიწყარი ხედები. არაერთხელ გავაჩერეთ მანქანები, წყაროების ანკარა წყლების დასაგემოვნებლად. ეს თურმე მხოლოდ დასაწყისი იყო. 
   ონამდე რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი, რომ ბატონმა ნოდარმა მანქანებიდან ჩამოსვლა გვთხოვა და ერთერთი მდელოსაკენ მიგვითითა, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფი ფუსფუსებდა. აქ თურმე ონელები შეკრებილან, ადგილობრივი ხახამი (შოხეტი) მოუყვანიათ და ხბო დაუკლავთ, კოცონი გაუჩაღებიათ და ზედ მწვადებს აშიშხინებდნენ. (მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინა ხავს და არ დამიგემოვნებია, სიდიდით და გემოთი უკეთესი მწვადი.)

     მთაში, ბუნების წიაღში სახელთახელო სუფრა გაუწყვიათ და ჩვენს მოსვლას ელოდნენ, რომ სპეციალურად ჩვენს საპატივცემოდ მოტანილი ქაშერი ღვინით, სადღეგრძელო ები აგვეწია. ვაღიარებ, რომ ამის წინაარმდეგი არავინ ყოფილა.

                                              აბრაამ საპირ  (სეფიაშვილი)

ონის  რაიონულ კომიტეტში

ონისკენ  მიმავალ  გზაზე

ონის  სინაგოგაში

   მერე ონი დავათვალიერეთ, საყოველთაოდ ცნობილ სინაგოგას ვესტუმრეთ. აქ ასობით ადამიანს მოეყარა თავი, პურ-მარილითა და ანთებული სანთლებით შემოგვხვ--დნენ. მგზნებარე სიტყვები წარმოსთქვეს და დარბაზში მიგვიწვიეს. 

საუბარი  სუფრასთან  გაგრძელდა

       უზარმაზარ სუფრას უსხდნენ ონის საზოგადოების წარჩინებული პირები, რომელთაგან გამოირჩეოდნენ შალვა (მომღერალი) და გიგა (რეჟისორი) ჯაფარიძეები. მწერალი აკადემიკოსი ლევან სანიკიძე, პოეტი დანიელ ხახიაშვილი, მწერალი რევაზ ჯაფარიძე და სხვები
        გთავაზობთ ამ ლამაზი მიღების ვიდეოკადრებს.

პოეტ  შალვა  დავითაშვილის გახსენება

პოეტ  დანიელ  ხახიაშვილის ოჯახში

ონის  თეატრში

გამოცილება  ონიდან

   დელეგაციას მუდმივად თან ახლდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხის გადამღებთა ჯგუფი რეჟისორ ოპერატორ გურამ ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ვიდეოზე აფიქსირებდა დელეგაციის ყოველ ნაბიჯს.

    დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული პატივი დასდო ონელ ებრაელ პოეტს დანიელ ხახიაშვილს და ოჯახში ესტუმრა მას.

ს ე ნ ა კ შ ი

     რაჭაში (ონში) დელეგაციის მაღალ დონეზე მიღების შემდეგ გავემგზავრეთ ფოთი-საკენ. აბაშის, ბანძის (აქ ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულებოდა), სუჯუნის და ცხა-კაიას (სენაკის) გავლით.

        სენაკში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფიციალუ-რი შეხვედრა მოგვიწყო და ამ შეხვედრის ჩარჩოებში დაგვათვალერებინეს სენაკის მიდამოებში მიმდინარე არქეოლო-გიური გათხრების ადგილები და ამ გათხრების შედეგად ნაპოვნი უნიკალური ექსპონა-ტების ნიმუშების მუზეუმი.       

   დელეგაციას შეხვდა აგრეთვე სენაკის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი: საყოველთაოდ საყვარელი ექიმი და მწერალი სოსო სეფიაშვილი.

ბ ა ნ ძ ა შ ი

      "ბანძაში წასვლა სპეციალურად მოვითხოვე. იქ დასაფ-ლავებულია ჩემი ბაბუა (მამის მხრიდან), რაბი დავით (დავითო) სეფიაშვილი, ბანძის ყოფილი მთ. .რაბი, შოხ-ეტი, მოელი და ხაზანი, მე-20 საუკუნის დასაწყისში.

      სასაფლაო გაპარტახებული დაგხვდა, იქ ცხენები ძოვ-დნენ. საფლავი ვერ აღმოვაჩინეთ. აქედან სალოცავისაკენ გავეშურეთ. სამწუხაროდ აქ კიდევ უფრო ამაზზრენი სურათი ვიხილეთ. სალოცავის შენობაში ღორები ბინად რობდნენ.

   აჯიაშვილების სალოცავის აგურის შენობის კედლები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მდგრადობას. სეფიაშვილების სალოცავის ნიშან-წყალიც არ იყო.

ს უ ჯ უ ნ ა შ ი

ფ ო თ შ ი

   ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციას ერთერთი ყვე-ლაზე გულთბილი მიღება მოუწყვს ფოთში ამ ქალაქის მერიის და ჩვენი მეგობრების, ფოთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის დანიელ მაღალაშვილისა და ბიზ-ნესმენ შოთა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით.

     დელეგაციის ავტობუსი და მისი თანმხლები მსუბუქი მანქანები ფოთის თეატრის მიმდებარე მოედანზე გაჩერ-დნენ..აქ მათ საზეიმო ვითარებაში დახვდნენ მასპინძლები, ნათესავები და ამხანაგები.

    სტუმრები მიიწვიეს ქალაქის მერის ვრცელ კაბინეტში. აქ გაიმართა ურთიერთ გაცნობის, დაახლოებისა და სა-ჩუქრების გადაცემის ცერემონიალი. რამდენიმე ჭიქა ღვი-ნით დალოცვის შემდეგ, სუფრიდან ამდგარი სტუმრები, მასპინძლებთან და თანმხლებ პირებთან ერთად გაეშურენ ფოთის თეატრისაკენ, სადაც მათ დილიდანვე ელოდა ხალხით გაჭედილი დარბაზი.

      როცა სტუმრები შენობას მიუახლოვდნენ, თეატრის სახურავზე ასულმა ხალხის ნაწილმა ვარდ ყვავილების კონები გადმოყარეს და ასე შეეგებნენ დელეგაციას. თეატ-რში შესვლისას დელეგაციას სიმღერით მიესალმა ანსამ-ბლი "შვიდკაცა".

  თეატრში საზეიმო მიღების დამთავრების შემდეგ დელე-გაციის წევრები მიიწვიეს გემთმშენებელი ქარხნის და-სათვალიერებლად. დირექტორის კაბინეტში გასაუბრების შემდეგ დაათვალიერეს ქარხანა და გაესაუბრენ მუშებს.

      აქედან დელეგაციის წევრები მიიწვიეს ერთერთ რეს-ტორანში სპეციალუმად მოწყობილ სუფრაზე.

მიღება  ფოთში

გემთმშენებელ  ქარხანაში - 1

დანიელ  მაღალაშვილთან

თეატრში

გემთმშენებელ  ქარხანაში - 2

რესტორანში

დელეგაციის  ვიზიტი  ბათუმში

   "ფოთიდან ბათუმისაკენ გავემგზავრეთ. დელეგაციისა და მისი თანმხლები ავტობუსებისა და მსუბუქი მან-ქანების დიდ მწკრივს ქობულეთში ბათუმის მილიციის ესკორტი დაგვხვდა და ჩვენი მანქანების მწკრივს სათა-ვეში მოექცა. ისინი ხმამაღლა მოლაპარაკეთი აფრთხი-ლებდნენ შემხვედრ მანქანებს გვერდზე გადამდგარიყვნენ და გზა დაეთმოთ ისრაელის დელეგაციისათვის.

   არავითარი პროტესტი მათი მხრიდან არ შემიმჩნევია, პირიქით, დიდი ინტერესით და პატივისცემით შემოგ-ვცქეროდნენ. აშკარად იგრძნობოდა დიდი სიმპათია ჩვენს მიმართ. 

შ ვ ი დ კ ა ც ა

ბათუმის  თეატრში

გამოცილება  ბათუმიდან

შეჩერება  ჩაქვში

საუზმე  სასტუმრო "ინტურისტში"

სიმღერისა  და  ცეკვის ანსამბლი

გამოცილება  ბათუმიდან

      ბათუმში ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის ვიზიტის დასრულებისას, სასტუმრო "ინტურისტთან" დელეგაციის გა-საცილებლად მოვიდნენ აჭარის მთავრობის წევრები (მინის-ტრები), საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბ-ნი გურამი ...... მეუღლითურთ, ბათუმის ქალაქის მერი, პოეტები რეზო ამაშუკელი, ფრიდონ ხალვაში მეუღლეებით, სარა და იუზა ბარდანაშვილები შვილებით სოსო და მერაბი, დელეგაციის მეთაურის აბრაამ საპირ სეფიაშვილის ყოფილი ბათუმელი მეზობლები და ათობით სხვა ცნობილი პირი.

     ბ-ნმა გურამმა შემოგვთავაზა დაგვეთვალიერებინა ზღვის-პირა პარკი (ბულვარი), თავისი საზაფხულო თეატრითა და ატრაქციებით, გავსულიყავით ზღვის პირას და გვესუნთქა იქაური ჰაერი, რაც სიამოვნებით გავაკეთეთ.

  გამვლელ-გამომვლელებს უკვირდათ ის ფაქტი, რომ საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ფეხით მიუძღოდა წინ დელეგაციას და მოგვითხრობდა ქალაქის განვითარების მომავალ პერსპექტივებზე. ისინი იშვიათად ხედავდნენ პირ-ველ მდივანს ქუჩაში გამოსულს.

   დელეგაცია ჩაქვამდე გამოაცილა მანქანების დიდმა მწკრივმა, მოძრაობის წესებს ზემიმწევნით იცავდა მილიციის რაზმი.

     ჩაქვში ლერწმის პარკში გაშლილი დიდი სუფრა დახვდათ რამდენიმე ათეული სტუმრისათვის გაწყობილი, რჩეული კერძებითა და ხილნარით, სამწუხაროდ ჩვენ იქ მხოლოდ რამდენიმე წუთს შევჩერდით, ვინაიდან ვანი გველოდა სულ-მოუთქმელად და რაიკომის პირველი მდივანი ღელავდა, ხალხი თქვენს დასახვედრად დილიდანვე შეიკრიბა და ვიჩ-ქაროთო.

ბათუმის  ცირკში

მეზობლების  მონახულება

აჭარის  უმაღლეს  საბჭოში

ბანკეტი საზაფხულო თეატრის შენობაში

ვ ა ნ შ ი

    დროში შეზღუდულობის გამო პირდაპირ ვანის კულ-ტურის სახლს მივაშურეთ და 400-ნდე დამსწრით გაჭედილი დარბაზის სცენაზე აღმოვჩნდით. ვანელები დიდი სიყვარულით შემოგვცქეროდნენ და ხარბად იჭერდნენ სცენიდან ჩვენს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას.

   გულთბილი მისალმების შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ საეს-ტრადო ანსამბლ "საჩინო"-ს მუსიკოსები, მომღერალ ბუჭუნა მოშიაშვილთან ერთად და შეასრულეს ებრაული სიმ ღერები.

ს ა მ ტ რ ე დ ი ა შ ი 

  ვანიდან რომ გამოვედით, წინ სამტრედიის მილიციის ესკორტი შემოგვხვდა და ჩვენი მანქანების მწკრივს სათა-ვეში მოექცა. აქაც იგივე ცერემონიალი განმეორდა და მი-ლიციის დახმარებით სულ მოკლე ხანში სამტრედიის რაიკომის წინ აღმოვჩნდით.

   აქ დიდი დიდი სიურპრიზი მელოდა. ჩვენს მომლოდინე 200-მდე სამტრედიელთა შორის იყო ჩემი სკოლის აღმზ-რდელი და საყვარელი მასწავლებელი ლუბა პაპავა. 30 წე-ლი არ გვინახავს ერთმანეთი და ცრემლიანი თვალებით გადავეხვიეთ ერთმანეთს.

კ უ ლ ა შ შ ი

   პარასკევი დღე იყო. ჩვენი დელეგაციის წევრები, თანმხლები ამალის წევრებთან ერთად სასტუმროში მოგ-ვათავსეს. მე დრო ვიხელთე და მოვითხოვე წავსულიყავი კულაშში, სადაც დავიბადე და სადაც მამის საფლავი უნდა მომენახულებინა და მეთქვა კადიში.

  ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად რაიკომის მდივანმა მილიციის უფროსთან შეთანხმების შემდეგ შემომთავაზა წამეყვანა მისი პირადი მანქანა სახელმწიფო ნომრებით (შავი "ვოლგა") მძღოლთან ერთად,. გამეტარებინა შაბათი

კულაშში და მერე დავბრუნებულიყავი სასტუმროში სა-დაც ჩვენთვის ბანკეტის მოწყობა იყო დაგეგმილი.

   დელეგაციის წევრთა ნაწილი, სატელევიზიო ჯგუფთან ერთად გამოგვყვა კულაშში და პირდაპირ სასაფლაოს მი-ვაშურეთ. სამწუხაროდ, 25 წლის წინათ გარდაცვლილი, მამის საფლავი ვერ აღმოვაჩინეთ.

   თანმხლები პირები, მძღოლთან და მანქანასთან ერთად უკან სამტრედიაში გავაბრუნე, მე კი, მეუღლესთან ერთად ილუშა ლევიაშვილის ოჯახში დავრჩი შაბათის გასატა-რებლად.

ი ს ე ვ   თ ბ ი ლ ი ს შ ი

  მწერალთა კავშირში ჩვენი დელეგაცია მიიღო მწე რალთა კავშირის თავმჯდომარემ, დიდმა პოეტმა, მუხ რან მაჭავარიანმა, მისმა მოადგილეებმა და ცნობილ მწერლებით გადაჭედილმა დარბაზმა. სხვათა შორის დარბაზში იმყოფებოდა აგრეთვე ქართველი ებრაელე-ბისათვის კარგად ცნობილი პოეტი ნანა დავარიც.

  მუხრან მაჭავარიანის და აბრაამ საპირის მოკლე ურთიერთ მისალმებების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სახელგანთქმული მწერლები.

 ჩვენმა სასიქადულო პოეტმა იაკობ გოლან-ჩიკ-ვაშვილმა ექსპრომტად წარმოთქმული თავისი ორსტ-რიქონიანი ლექ სით

            “მოვედი თქვენთან და თქვენს მიწა-წყალს,

             დაბრუნებული ქოფაკივით დავუწყო ლოკვა …”

  მოაჯადოვა დამსწრენი და წამიერად ჰპოვა მათში აღიარება …

  დავით ხუბელაშვილმა წაიკითხა სიმხა ადარის დი-დებული ლექსი “რა ხალხი ვყოფილვართ” და ჩვენს დამხვდურებს აჩვენა ისრაელში ასულ ქართველ ებრა ელთა კულტურული დონე.

ანსა-1024x768.jpg

თბილისში  სასტუმრო  „ივერია“-ს  წინა  მოედანზე

   1989  წელია, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია ამ სას-ტუმროში განათავსეს. დელეგაციასთან კავშირის დამყარებას უშედეგოდ ცდილობდა საქართველოს ბევრი ორგანიზაცია, დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლი.

    აქ აღბეჭდილია მომენტი, როცა ერთერთი ქოროგრაფიუ-ლი ანსამბლი დილადრიან მოსულა სასტუმრო „ივერია“-სთან და ელოდა დელეგაციის გამოჩენას.

  მათ სახელდახელო კონცერტი გამართეს უშუალოდ მო-ედანზე და ამით გამოხატეს თავიანთი უღრმესი პატივის-ცემა ისრაელელი სტუმრებისადმი.

   ამ დაუგეგმავი კონცერტის შემდეგ ანსამბლის წევრმა ბავშვებმა თავიანთი ფორმები და ხანჯლები საჩურად მიარ-თვეს დელეგაციას, ისრაელის ბავშვებისათვის გადასაცემად.

    დელეგაციის ხელმძღვანელმა აბრაამ საპირმა დელეგა-ციის სახელით მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვ-ანელობას და დიდი სიყვარული გამოთქვა ქართველი ბავშ-ვების მიმართ.

კონიაკის  ქარხანაში

    უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა თბილისის კონია-კის ქარხნის დირექტორმა იმისათვის, რომ მოეხერხე-ბინა ჩვენი დელეგაციის წევრთა მიწვევა ამ ქარხანაში, ჩვენმა მასპინძლებმა მას მხოლოდ 15 წუთიანი ვიზი-ტით უპასუხეს.

… “ძლივს მოვასწარით იმ სუფრის ირგვლივ შემოს ხდომა, რომელსაც ჩიტის რძეც კი არ აკლდა, ქართული კონიაკის მოკლე ისტორიის მოსმენა და კედლის თა-როებზე შემოწყობილი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ქართული კონიაკის მარკების დათვალიერება. რომ წა-მოვდექით.

    იმედგაცრუებულმა ქარხნის დირექტორმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ქართული კონიაკის ყველაზე უკე

თესი მარკების ეგზემპლიარებით დატვირთული სატ-ვირთო მანქანა დაგვადევნა და გვთხოვა ისრაელში წაგ-ვეღო საჩუქრად.

  ამ კონიაკების დიდი ნაწილი საქართველოს სხვა-დასხვა ქალაქებში მოგზაურობისას დავარიგეთ საჩუქ-რად და ისრაელშიც ბევრი ჩამოგვყვა. მე პირადად სახ-ლში 15 ყუთი მივიტანე და წლების განმავლობაში ვინა-ხავდი რელიკვიასავით და ისრაელელ მეგობრებს ვუ-რიგებდი გასაცნობად.

   მასპინძელთა მხრიდან უდიდესი პატივისცემა იმაში გამოიხატა, რომ ეს კონიაკები თვითონვე მიიტანეს აე-როპორტში და და ჩატვირთეს თვითმფრინავში. ჩვენ ისინი უკვე თელ-ავივში ჩამოვტვირთეთ”… – 

                        აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

“ლიტერატურული  საქართველოს”  რედაქციაში
შეხვედრა  მერაბ  კოსტავასთან

    იმ პერიოდში საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გაზეთი “ლიტერატურული საქართვე-ლო”, რომლის რედაქცია თბილისში რუსთაველის სპროსპექტზე იყო განთავსებული. მისი რედაქტორი გახლდათ ელიზბარ ჯაველიძე. შემდგომში განათლე-ბის მინისტრი.

   დელეგაციის წევრები გულთბილად მიგვიღეს და გაიმართა საინტერესო საუბარი მრგვალ მაგიდასთან. მოგვიანებით საუბარს შემოუერთდა მერაბ კოსტავა. საუბრის დასასრულს მერაბიმ მოინდომა დელეგაციის ხელმძღვანელთან ოთხ თვალში საუბარი.

სიგელი-3-1152x1536.jpg

დ ა ჯ ი ლ დ ო ე ბ ა

   საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ: “საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა” მთავ-რობის უმაღლესი ჯილდოთი “საპატიო სიგელი”-თ და-აჯილდოვა ისრაელის ჟურნალისთთა დელეგაციის მეთა-ური აბრაამ საპირ (სეფიაშვილი), დელეგაციისა და გაზეთ “ალია”-ს რედაქციის წევრები და ცალკე, განსა-კუთრებული ჯილდოთი გაზეთ “ალია”-ს რედაქცია. (სურ. იხ. ქვემოთ).

  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენო-ბაში არსებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბი-ნეტში. დელეგაციის წევრებს საპატიო სიგელები პირა-დად პრეეზიდიუმის მდივანმა – კვარაცხელიამ გადასცა.

   ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში უცხო ქვეყნებიდან აკრედიტირებული ჟურნალისტები და ტე-ლეოპერატორები. როგორც მოგეხსენებათ 1989 წელს უც-ხოეთთან კავშირები მკვეთრად იყო შეზღუდული, მაგრამ ამ ცერემონიის კადრები ბევრ ქვეყანაში გადაიცა.

გაზეთ “სამშობლო”-ს რედაქციაში

     1989 წელი. თბილისის ფილარმონიის დიდ დარ-ბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრი-ლობიდან, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევ-რები აბრაამ საპირ სეფიაშვილის მეთაურობით გაზეთ “სამშობლოს” რედაქციისაკენ ფეხით გაეშურნენ. ჩვენი მასპინძლები იყვნენ კოლეგები გაზეთის რედაქტორ პაატა ნაცვლიშვილისლის ხელმძღვანელობით.

სიგელი-1.png

დიდებულ  მსახიობ  ქართლოს კასრაძესთან

     ეს საუბარი გაიმართა თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ივერია”-ში 1989 წლის სექ-ტემბერში. ამ დროს ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია ოფი ციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და მასპინ-ძლებმა ისინი აქ განათავსეს.

     ქართლოსი იგონებს იმ მიღებას, რომელიც მოუწყო გაზეთ “ალია”-ს რედაქციამ, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას ისრაელში, რეზო ამაშუკელის ხელმძღვანელობით, ამ გაზეთის დაარსებიდან 15 წლისთავის ზეიმთან დაკავშირებით

გენიალური  მოქანდაკის,  მერაბ  ბერძენიშვილის  ოჯახში

სტუმრად  ჟურნალისტ  შალვა სვანის  ოჯახში

     „ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის“ ხელმ-ლი აბრა-ამ საპირი და მისი მეუღლე, არა ერთხელ მიიწვია ოჯახში, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ წამყვანმა კორესპონდენტმა, ცნო-ბილმა ჟურნალისტმა შალვა სვანმა.

    ქ-ნი იზა  გახლდათ ხაჭაპურის ცხობის ოსტატი და ჩვენ გვიწვევდნენ მის დასაგემოვნებლად.

  იმ დღეს ჩვენთან ერთად სუფრას უსხდნენ საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, ჟურნალ „დროშა“-ს რედაქ-ტორი ოთარ ქინქლაძე, დიდებულ მეუღლე ჟუჟუნასთან ერთად და ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომარ-თელი. (ფაქტიურად ჩვენი დელეგაციის მასპინძელი)

  ქალაქ თბილისს მეორედ 1990 წლის დასაწყისში ვეწვიეთ, აკადემიკოს სარგის ცაიშვილის მიწვევით. ჩვენს დელეგაციაში შედიოდნენ – ჩემი მეუღლე სიმა. სახელგანთქმული გულის დასტაქარი, პროფესორი გიდეონ ორეცკი და მისი მეუღლე, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი.

  ჩვენ მოვინახულეთ და დავათვალიერეთ საქართველოს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი და ბოლოს აღმოვჩნდით თბილისის ცენტრში მდებარე ეგზოტიკურ, ზღაპრული სილამაზის კერძო მამულში, რომელიც სახელოვან მოქანდაკეს, მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნოდა. ის ბ-ნი სარგისის ახლო მეგობარი გახლდათ და სახლის კარებთან ერთად გულიც გაგვიხსნა.

   მერაბი პირადად გამოგვყვა და დაგვათვალიერებინა მისი კუთვნილი შენობების კომპლექსი, სადაც განთავსებული იყო მისი და სხვა გამოჩენილი მხატვრების ფერწერული ტილოებით მდიდარი დიდი გალერეა, ძველებური იარაღების კოლექცია, მისი ნაშრომების რეპროუქციები, მდიდარი ბიბლიოთეკა და ღვინის სარდაფი, სადაც მიწაში იყო ჩაფლული სხვადასხვა მარკის ქართული ღვინოებით სავსე ჭურები. სარდაფში შესულებს თავბრუ დაგვესხა. ჰაერში სპირტის მძაფრი სუნი ტრიალებდა. მასპინძელმა ყველაზე ძველი ღვინოების დაგემოვნება შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ უკვე მთვრალები ვიყავით – სუნით.

      ეზოში გემოვნებით იყო განლაგებული მერაბ ბერძენისვილის ორიგინალური ქანდაკებების ნაწილი.

   ექსპონატების კოლექციებს, რომელიც ჩვენ მერაბის სახლში დავათვალიერეთ ბადალი არა ჰყავს და ბევრ მსოფლიოში სახელგანთქმულ მუზეუმს შეშურდებოდა მისი.

საქართველოს  მედიაში

სტუმრად  მედეა ჯაფარიძესთან

     1990 წელია, თბილისში მეორედ ვართ, ისრაელში დასახლების შემდეგ. საქართველოსა და რუსეთში სახელგანთქმულ კინოსა და თეატრის მსახიობს, ვარსკვლავს, მედეა ჯაფარიძეს არა ნაკლებ სახელოვანი რეზო თაბუკაშვილის მეუღლეს, ჩაუფიქრებია ჩვენი სადილზე მოწვევა, თანაც ინტიმურ ატმოსფეროში, ისე, რომ მის სახლში სხვა არავინ ყოფილიყო. საერთო მეგობრების საშუალებით დაგვიკავშირდა და დაგვისახელა დღე და საათი თუ როდის უნდა ვყოფილიყავით მასთან.
    შეპასუხებას ვინ გაუბედავდა და დანიშნულ დროს ვეახლეთ მე და ჩემი მეუღლე სიმა. გულღია და აშკარად გამოხატული პატივისცემით შეგვხვდა.
      – მხოლოდ თქვენთან შემიძლია გულღია საუბარი, ამიტომ დავითხოვე დამლაგებელი ქალიც. ეს სადილიც (გაშლილ სუფრაზე მიგვითითა) მე თვითონ დავამზადე თქვენს საპატივცემოდ. გადავწყვიტე მხოლოდ თქვენ გაგანდოთ ყველა ჩემი გულისტკივილი და გთხოვთ ეს მანამდე შეინახოთ სანამ ცოცხალი ვარ.
       სუფრაზე მიგვიწვია, აბა როგორ გამებედა მისთვის იმის თქმა, რომ დღეს ებრაელთათვის გლოვისა და მარხვის დღეა (იერუშალაიმის და ჩვენი პირველი და მეორე ტაძრის დანგრევა-დაწვის დღე). როგორც მორწმუნე ებრაელებს არც რაიმეს ჭამის ან შესმის უფლება არ გვაქვს.
      ქალმა უჩვეულოდ იწვალა, დააცხო ხაჭაპურები, დაამზადა უგემრიელესი კერძები, იშრომა და მოწვეული სტუმრები ხელს არაფერს არ აკარებენ.
      მთელი ჩემი მსახიობური ნიჭის გამოყენება დამჭირდა იმისთვის, რომ ქალბატონი მედეა სხვა რელსზე გადამეყვანა და მისი არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოეთხრო ჩვენთვის.
    ახლა დავაკვირდი რომ ბინის კედლები მოჭედილი იყო მედეას ცხოვრებისეული ფოტოებით. აქ იყო მის მერ ნათამაშები როლების გადიდებული ფოტოები, რეზოსთან გატარებული ერთობლივი დღეები და ….. მისი დაღუპული ვაჟის სურათები. 
      მისმა დაღუპვამ სიხარული დაუკარგა დედის გულს. სახეგანთქმულ მსახიობს არ შეეძლო საქვეყნოდ ეყვირა, თუ როგორ სძულდა მას საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც შვილი მოუკლა და რომლის ისტებლიშმენტთან ის ასე ახლოს იყო.
      მობეზრდა განუყწყვეტლად ეთამაშა უდარდელი ქალის როლი. ამიტომაც მონახა თავის თავში ძალა, თავისი სანუკვარი და ალალი ფიქრები ჩვენთვის გაეზიარებინა.
      ეს ჩვენს თავზე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ვფიქრობ რომ მისი იმედები გავამართლე და მხოლოდ ეხლა 28 წლის შემდეგ პირველად შეულამაზებლად გთავაზობთ მის მინათხრობს და ჩემს მიერ გადაღებულ კადრებს.

ვაჟა  და  “ნისანი”

   ვაჟა თოფჩიაშვილი – გაზეთის “ალია საქართველოდან” რედაქტორი 31 წლის განმავლობაში, ფილოსოფოსი, კარგად გათვითცნობიერებული იყო თბილისის ინტელექტუალთა წრეებში, ისრაელში ამოსლამდე. როგორც ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევრი, ის ისევ ესტუმრა მშობლიურ ქალაქს 1989 წელს და მოინახულა თავისი ყოფილი მეგობრები.

     მათ დიდი სიყვარულით მიიღეს ვაჟა და ერთერთმა მათგანმა, სახელგანთქმულმა პროფესორმა მას ინგლისური “ნისან”-ის მარკის ავტომანქანა აჩუქა. (მანქანას საჭე მარჯვენა მხარეს ჰქონდა და მისი ისრაელში გამოსაგზავნად სპეციალური ნებართვის აღება იყო საჭირო).

    ვინაიდან ვაჟას შეუჩვეველი მანქანის მართვა გაუჭირდებოდა, პროფესორმა შესანიშნავი შესახედაობის ქალბატონიც მოუვლინა ვაჟას მძღოლის როლში.

    იმ საღამოს ვაჟას მანქანით გავეშურეთ პოეტ რობერტ ადარის ქალიშვილის ქორწილში. თან გვახლდა საფრანგეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. დელეგაციის საქართველოში ყოფნის თითოეული წუთი წინასწარ იყო დაგეგმილი და უცხო ტელევიზიისათვის ინ ტერვიუს მისაცემი დრო ვერ გამოინახა. ამიტომ შევთავაზეთ მათ ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ ქორწილში, გადაეღოთ ქართულ-ებრაული ქორწილი და ინტერვიუ ჩვენთან.

     გზაში ვაჟას ხუმრობით შევთავაზეთ, ახალი მანქანის საჩუქრად მიღებით დაკმაყოფილიყო და მძღოლი ჩვენთვის დაეთმო, საჭესთან მჯდომი სიმპათიური ქალბატონი, თვითკმაყოფილებით იღიმოდა, მაგრამ არ გაბრაზებულა, ვინაიდან ჩემს გვერდით ჩემი მეუღლე იჯდა.

                         აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

ქსოვრელების  ორიგინალური  მედუდუკეთა  ანსამბლის  მიერ მოწყობილ  სუფრაზე

1   990 წელია ჩვენ ისევ ვეწვიეთ თბილისს და იქ ქსოვრელების მედუდუკეთა ანსამბლმა მიგვიწვია მათთან ერთად პური გვეჭამა და დრო გაგვეტარებინა. დაგვპირდნენ რომ ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა მიწვეული. როგორც წესი დარდიმანდი და მოქეიფე ბიჭები თვითონ პატიჟებენ და უმასპინძლდებიან ანსანბლს, აქ კი ჩვენ გვპატიჟობდნენ.
ჩემი მეუღლისა და რამდენიმე მეგობრის თანხლებით მივედით მტკვარის სანაპიროზე მდებარე რესტორანში (სახელი არ მახსოვს).
    იქ მოუთმენლად გველოდნენ და დიდი პატივით მიგვიწვიეს რესტორნის მცირე დარბაზში, სადაც მშვენივრად და მდიდრულად გაწყობილი სუფრა გველოდა. აქ იყო ანსამბლის დამაარსებელი, მუსიკო-სი ქსოვრელი და მის მერ ჩამოყალიბებული პირველი ორიგინალური მედუდუკეთა ანსამბლის წევრე-ბი. ამ გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მოუწვევიათ, თბილისის მაშინდელო კოლორიტი, მომღე რალი ქალი ეთერი კაცობაშვილი, რომელიც ქალაქური სიმღერებით იყო სახელგანთქმული. ეს ებრაე–ლი ქალი ქალიშვილთან (ასევე მომღერალთან) ერთად მოსულიყო.
     ქსოვრელის თქმით ბევრი ცნობილი და ქალაქში სახელგანთქმული პირი იყო დაინტერესებული ჩვენ სუფრას შემოერთებოდა, მაგრამ პირობა აიძულებდა მას ყველასთვის უარი ეთქვა, არაერთმა ისურ ვა მთელი ხარჯები გადაეხადა ოღონდ სუფრას შემოერთებოდა.
     გულგაცრუებულნი რესტორნის დიდ დარბაზში ქეიფობდნენ. იქ ასზე მეტი ადამიანი უსხდა სუფრებს. არც ერთი სკამი თავისუფალი არ იყო. როცა ქეიფი დავიწყეთ და სადღეგრძელოები შეისვა, ქსოვრელები ამპლუაში შევიდნენ და თავიანთი მუსიკით და სიმღერით არა მარტო ჩვენ დაგვატკბეს არამედ მეზობელ დარბაზშიც მსხდომნიც.
მაშინ მოქეიფეთა წესი იყო მეგობრებისათვის სასმელის გაგზავნა სუფრის შესავსებად. ოფიციანტებმა იწყეს ღვინითა და კონიაკით სავსე ყუთების შემოტანა ჩვენი სუფრისათვის. მალე პატარა დარბაზის ერთი კუთხე გაივსო სართულებად დაწყობილი სასმელების ყუთებით. ოცდაათზე მეტი ყუთი დაგროვდა. ეს სიურეალისტური სურათი იყო და სულმა წამძლია ვიდეო კამერა ამე

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  1

IMG-0904.jpg
IMG-0905.jpg
IMG-0911.jpg
კომუნისტი-2.png
Screenshot 2023-05-16 191631.png
14.png
13.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  2

1.png
IMG-1161.jpg
IMG-1162.jpg
2.png
11.png
9.png
10.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  3

4.png
IMG-1177.jpg
5.png
8.png
IMG-1174.jpg
IMG-1175.jpg
Screenshot 2023-05-30 194335.png
IMG-1183.jpg
Screenshot 2023-05-30 201039.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  4

6.png
IMG-1179.jpg
Screenshot 2023-05-30 201039.png
7.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  5

Screenshot 2023-05-30 204326.png
IMG-1168.jpg
25,8 კომ.png
IMG-1196.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  6

IMG-1163.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  7

7,9 ზარია.png
IMG-1217.jpg
IMG-1224.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  8

13,4  ქუთ.png
IMG-1214.jpg
IMG-1215.jpg
IMG-1216.jpg
IMG-1213.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  9

14,5  ქუთ.png
IMG-1220.jpg
IMG-1221.jpg

საქართველოში  ისრაელის  ჟურნალისტთა  დელეგაციის  მოგზაურობის  პროგრამა

IMG-1057.jpg
IMG-1059.jpg
IMG-1058.jpg
IMG-1060.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  10

IMG-1205.jpg
IMG-1206.jpg
IMG-1207.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  11

Screenshot 2023-06-01 193746.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  12

IMG-1264.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  13

1,9, ზარია.png
IMG-1211.jpg

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები  -  14

30,8 ტბი.png
IMG-1202.jpg

ისრაელის  ჟურნალისტთა  დელეგაციის  საქართველოში ვიზიტის  დროს  გადაღებული  სურათები

Screenshot 2023-06-08 200224.png

   საქართველოში ჩასვლამდე ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია მოსკოვში ჩაფრინდა. საქართველოს სახელით მოსკოვში ისრაელის დელეგაციას შეხვდა ჟურნალისტი შალვა სვანი მეუღლით იზა.

       მოსკოვი. წითელი მოედანი. სურათზე მარცხნიდან: სიმა საპირი, იზა სვანი. იაკო და მზია ჩიკვაშვილები, შალვა სვანი, აბრაამ საპირი, დავით ხუბელაშვილი და იოელ რეკემი

Screenshot 2023-06-07 192228.png

თბილისი. აეროპორტი.თვითმფრინავი ტუ-104. კულტურის მინისტრის მოადგილე პოეტი რეზო ამაშუკელი და ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი ზაურ გომართელი ტრაპზე ხვდებიან ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის მეთაურ აბრაამ საპირ (სეფიაშვილს)

Screenshot 2023-06-06 215344.png

თბილისი. აბანოთუბანი. სურათზე მარცხნიდან იაკობ და მზია ჩიკვაშვილები, აბრაამ და სიმა საპირები, იოელ რეკემი, შალვა სვანი, დავით ხუბელაშვილი, ზაურ გომართელი, ვაჟა თოფჩიაშვილი, უცნობი და გურამ ცინცაძე ტელეოპერატორი

Screenshot 2023-06-07 192141.png

სურამი. 1989 წ. იერუშალაიმის ქუჩას ხსნის ა. საპირი

Screenshot 2023-06-07 191441.png

სურამი. 1989 წ. თეატრის შენობა ხალხითაა გაჭედილი.  სიმა საპირი მადლობას უხდის სურამლებს კეთილი და თბილი მიღებისათვის

Screenshot 2023-06-07 191321.png

სურამი. 1989 წ.

წარწერა მემორიალურ დაფაზე : "აქ აღიმართება თბილის-ში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი". .

სიმა საპირ სეფიაშვილი ყვავილების თაიგულით ამკობს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს.

Screenshot 2023-06-06 214719.png

ისრაელი. ბათ-იამი. ა. საპირის სახლში. თამრიკო გვერდწითელი, სიმა საპირი და გიორგი კახაბრიშვილი

Screenshot 2023-06-07 191711.png

ა. საპირ სეფიაშვილი: "მასპინძლებს ვთხოვე გზად ბანძაში გაგვეარა და ებრაელთა საძვალე მოგვენახულებინა, სადაც ბაბუაჩემის საფლავი მეგულებოდა. აი რა ვნახეთ იქ. უფრო უარესი  კი ის იყო, რომ სალოცავში ღორებს დაესადგურებინა.

Screenshot 2023-06-06 214831.png

   ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცი-ის მეთაური აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) მოსკოვში წითელ მოედანზე

Screenshot 2023-06-06 215410.png

მინისტრმა ფეხით ჩამოაცილა საპატიო სტუმარი მესამე სართულიდან თავის მანქანამდე

Screenshot 2023-06-06 214353.png

ქუთაისი. მარცხნიდან მერის მოადგილე წერეთელი, ჟურნალისტი სამსონ იაკობაშვილი და ა. საპირი

Screenshot 2023-06-08 200156.png

სურამი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციას მიესალმება პროფ. აბონ ციციაშვილი

Screenshot 2023-06-06 215517.png

საქართველოს ერთერთი დიდი და  ულამაზესი მსახიობი მედეა ჯაფარიძე

Screenshot 2023-06-14 180447.png
Screenshot 2023-06-06 214804.png

თბილისი. სასტუმრო "ივერია". ვესტიბიული.  3.9.1989

სურათზე მარცხნიდან სიმონ კრიხელი. აბრაამ საპირი, ოთარ სეფიაშვილი და რეზო ამაშუკელი

Screenshot 2023-06-07 192343.png

აბრაამ საპირისა და საქართველოს ვაჭრობის მინისტრის რაფო ელიგულაშვილის შეხვედრა

Screenshot 2023-06-06 214645.png

აბრაამ საპირის შეხვედრა თბილისის მერ ანდრიაძესთან

მერის კაბინეტში

Screenshot 2023-06-06 214614.png

მარცხნიდან ტელერეჟისორი გიორგი კახაბრიშვილი, რეზო ამაშუკელი და ა. საპირი

Screenshot 2023-06-07 191412.png

თბილისი. ინტერვიუ ა. საპირთან 

Screenshot 2023-06-06 214418.png

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობა. რამდენიმე წუთის შემდეგ აბრაამს გადაეცემა საპატიო სიგელი - საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო უცხოეთის მოქალაქისათვის.

Screenshot 2023-06-07 192106.png

აბრაამ საპირი და პოეტი დანიელ ხახიაშვილი ონისაკენ მიმავალ გზაზე

Screenshot 2023-06-06 214916.png

საქართველოს მინიტრთა საბჭოს თავმჯდომარის  ნოდარ ჭითანავას და აბრაამ საპირის გასაუბრება

Screenshot 2023-06-06 215427.png

ქუთაისი. 1989 წ. ქუთაისისა პოეტების, მწერლებისა და ჟურნალისტების შეხვედრა დელეგაციასთან

ა.საპირი და ქუთაისის კომუნისტური პარტიის  საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი

Screenshot 2023-06-06 214540.png

თბილისი. 1990 წელი. სახელგანთქმული მოქანდაკის მერაბ ბეძენიშვილლის ოჯახში.

ა. საპირი, მერაბ ბერძენიშვილი და ლიტერატურული ინსტიტუტის რექტორი აკადემიკოსი სარგის ცაიშვილი

Screenshot 2023-06-08 200131.png

პოეტი გიგლა ხუხაშვილი მარცხნიდან პირველი და დელეგაციის წევრები აბანოთუბანში

Screenshot 2023-06-14 180927.png

ონის რაიკომის პირველი მდივანი რევაზ ნოდარიშვილი ონის შესახებ მოუთხრობს ა. საპირს

Screenshot 2023-06-14 180723.png
IMG-1390 (1).jpg

ა.საპირი სტყვას წარმოთქვამს დარბაზში მსხდომ ფართო საზოგადოების წინაშე

IMG-1393 (1).jpg

როლანდ ლოლაძე - ხაშურის რაიკომის პირველი მდივანი, რეზო ამაშუკელი, აბრაამ და სიმა საპირები

IMG-1385.jpg

ყოფილი განათლების მინისტრი, ჟურნალ "დროშა"-ს რედაქტორი  ოთარ ქინქლაძე მიესალმება დელეგაციას "დროშა"-ს რედაქციაში

Screenshot 2023-06-06 214514.png

თბილისი1990 წელი. სტუმრად სახელგანთქმული მოქანდაკის მერაბ ბეძენიშვილლის ოჯახში.

Screenshot 2023-06-14 180838.png

ქუთაისის მერის მოადგილე წერეთელი მიესალმება ჟურნალისტთა დელეგაციას

Screenshot 2023-06-14 180807.png

აბრაამ და სიმა სეფიაშვილები სიამოვნებით უცქერენ პარკში გამოფენილ მხატვრულ ნაწარმოებებს

Screenshot 2023-06-14 180746.png

ონში. ცნობილი მწერალი რევაზ ჯაფარიძე ესაუბრება ა. საპირს

Screenshot 2023-06-14 180650.png

ქუთაისის მერის მოადგილე წერეთელი ხიბლით  მიესალმება სიმა საპირს

Screenshot 2023-06-14 180951.png

თბილისი ფილარმონიის დარბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრილობის დელეგატები ესაუბრებიან ა. საპირს

ონში. ცნობილი რეჟისორი გიგა ჯაფარიძე და  ა. საპირი

Screenshot 2023-06-14 180518.png
IMG-1391.jpg

თბილისი აბანოთუბანი. მასპინძლებს სურთ ეთობლივი სურათი გადაიღონ დელეგაციის წევრებთან

IMG-1378.jpg

ფოთი. აბრაამის ნათესავმა ი.სეფიაშვილმა (პროფესიით ფოტოგრაფი) დიდი სითბოთ უმასპინძლა მას ოჯახში

IMG-1382.jpg

14 წლის პოეტი ეკა ბაქრაძე მიესალმება ა. საპირს სურამში

IMG-1396.jpg

 ზაურ გომართელი, ა. სა;ირი, გერა აჯიაშვილი და აკაკი სიხარულიძე

თბილისი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია. მარცხნიდან იოელ რეკემი, დავით ხუბელაშვილი, სიმა და აბრაამ საპირები, იაკობ და მზია ჩიკვაშვილები, ვაჟა თოფჩიაშვილი

Screenshot 2023-06-14 180859.png

თბილისი. 1989. გაზეთ "თბილისი"-ს რედაქცია. რედაქტორი დავით მელუხა თბილი სიტყვებით მიმართავს ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციას

Screenshot 2023-06-14 180601.png

თბილისი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია. იოელ რეკემი, დავით ხუბელაშვილი, სიმა და აბრაამ საპირები, იაკობ და მზია ჩიკვაშვილები, ვაჟა თოფჩიაშვილი სტუმრად რაფო ელიგულაშვილთან

IMG-1398.jpg

თბილისი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის მასპინძლები საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელები ზაურ გომართელი და აკაკი სიხარულიძე თვითმფრინავის ტრაპზე ხვდებიან ა. საპირს

IMG-1397.jpg
IMG-1386.jpg

ა, საპირი, როლანდ ლოლაძე და იოელ რეკემი

მარცხნიდან ზაურ გომართელი, გაზეთ "სამშობლო"-ს რედაქტორი პაატა ნაცვლიშვილი და ა. საპირი

IMG-1400.jpg

ონის რაიკომში

გაზეთ  "ალია"-ს  15  წლისთავის  წინ - გასაუბრება  პოეტ  რეზო ამაშუკელთან

კომუნისტი  1.png

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები

რას  წერდნენ  საქართველოს  გაზეთები

© 2023 by Under Construction. Proudly created with Wix.com

bottom of page