top of page

ს ტ ა ტ ი ე ბ ი 

როგორ  ვეძებოთ

        თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხ-სნება.

სექციების  სათაურების  სია

აღმართში  ცხენებს  არ  ცვლიან ...

პოლიტიკური მიმოხილვა

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

     ისრაელში ქნესეთის არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყო. 9 აპრილს დემოკრატიული არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგება ახალი მთავრობა. არა მგონია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ შესძლოს უმრავლესობის ხმების მიღება და შეიქმნება პარტიული დაჯგუფებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. უკვე ამ ეტაპზე ჩანს ისრაელის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაყოფა ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო ჯგუფად.

     ერთ მხარეს არიან მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების მქონე პარტიები, რომლებიც ლიდერად ბენიამინ (ბიბი) ნეთანიაუს აღიარებენ, ხოლო მეორე მხარეს მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების მქონე, რომლებიც ლიდერად ბენიამინ (ბენი) განცს (იაირ ლაპიდს) ასახელებენ.

          ერთი შეხედვით მემარჯვენეთა სისუსტე იმაში გამოიხატება, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მათ დასჭირდებათ პარტია "ყოცმა აიეუდითის" მხარდაჭერაზე დაყრდნობა. ამ პარტიის იდეოლოგი გახლდათ ყოფილი ქნესეთის წევრი წარმოშობით ამერიკელი ებრაელი - რაბი ქაანა, რომელიც ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი ჩვენი მეზობლების (არაბების), ისრაელის მტრებისა და ტერორისტების მიმართ და მათ წინააღმდეგ უკიდურესი საშუალებების გამოყენებას ქადაგებდა. ეს კი ეწინააღმდეგება ისრაელის მოსახლეობაში პოპულარულ, პოლიტიკურ კონცენზუსს.

       მემარცხენეთა სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ მათი იდეოლოგიის ძირითადი ქვაკუთხედი არის - "მხოლოდ, არა ბიბი" და მიზნის მისაღწევად და ნეთანიაუსთვის მთავრობის მეთაურობისაკენ გზის გადასაკეტად ისინი მზად არიან დაეყრდნონ ქნესეთის იმ არა ებრაელ წევრთა მხარდაჭერას, რომლებიც უსირცხვილოდ უჭერენ მხარს პალესტინელ ტერორისტებს და უკიდურეს ისლამურ მოძრაობებს.

         მოკლედ მიმდინარეობს ბრძოლა იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ისრაელის სახელმწიფოს და ვინ გახდება მთავრობის მეთაური. სხვანაირად რომ ვთქვათ, დარჩება თუ არა თავის პოსტზე, მთავრობის მეთაურად - ბიბი ნეთანიაუ.

      თუ დაეჯერება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ისრაელის საზოგადოების დიდი ნაწილი მთავრობის მეთაურის პოსტზე მოიაზრებს ბიბი ნეთანიაუს, შედარებით მცირე კი ბენი განცს. ვინაიდან განცისა და ლაპიდის შეთანმება ითვალისწინებს მთავრობის მეთაურად განცის არჩევის შემთხვევაში, 2.5 წლის შემდეგ ამ პოსტის დათმობას მის მიერ, იაირ ლაპიდისათვის.

         უნდა ვთქვათ, რომ ლაპიდის კანდიდატურას მხარს უჭერს გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილი. ისედაც, სახელმწიფოს სათავეში მდგომი, ორ თავიანი ხელმძღვანელობა საგრძნობ-ლად შეასუსტებს ისრაელის პრესტიჟს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთაც. ბიბი ნეთანიაუს ჩასანაცვლებლად მემარცხენე შეხედულების მქონენი ყოველგვარ ხერხს იყენებენ. მათი ყველაზე ძლიერი არგუმენტია ის, რომ ბიბის წინააღმდეგ გახსნილია სისხლის სამართლის გამოძიება ქრთამის აღებისა და მეგობრებისაგან ძვირფასიანი საჩუქრების მიღების თაობაზე. ოფიციალურად, ჯერ მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ მემარცხენეთა მხარდამჭერები უდიდეს დაწოლას ახდენენ მთავრობის იურიდიულ მრჩეველზე - მანდელბლიტზე, რათა მან აუცილებლად, არჩევნებამდე წაუყენოს ბრალდება ბიბის. ამის უკან იმალება საყოველთაოდ ცნობილი მცდელობა დაასუსტონ ლიქუდი და მის სათავეში მდგომი ბიბი ნეთანიაუ, რათა შესძლონ მისი ჩამოგდება მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

       ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნად, ყველა ბრძენზე უფრო ბრძენი ხალხია და მოდით მათ მოვუსმინოთ. თუ დავეყრდნობით იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ისრაელის პოლიტიკურ არენაზე მოქმედ თითქმის ყველა ფიგურას ვიცნობ და შესწავლილი მაქვს მათი საქმიანობანი საზოგადოებრივ სარბიელზე, ჟურნალისტური მოღვაწეობის მრავალათეულ წლიანი ცნობა ისრაელის მოსახლეობის ფენებში გავრცელებული აზრებისა, მაძლევს იმის შეაძლებლობას გაგაცნოთ ჩვენი აზრი ისრაელში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაზე.

        დავიწყოთ იმით, რასაც ბიბის აბრალიან. ხალხს სასაცილოდაც არ ყოფნის ის ამბავი, რომ ბიბიმ ცნობილი მილიონერებისაგან საჩუქრად მიიღო კუბაში წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტები და ფრანგული შამპანურები. გაზეთ "იედიყოთ ახრონოთის" მფლობელ მოზესთან შეთანხმება იმაზე, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებში ბიბის მიფერებოდნენ - როგორც ჟურნალისტი ვიტყვი, რომ ესეც სასაცილოა, ვინაიდან ჯერ არ მინახავს პოლიტიკოსი, რომელსაც არ უნდოდეს, რომ პრესამ მასზე კარგი წეროს. რაც შეეხება წყალქვეშა ნავების მშენებლობის გარიგებას გერმანიასთან, რომელსაც ბიბის ნათესავი ადვოკატი აწარმოებდა და რომელშიც თითქოსდა ბიბიმ ქრთამი აიღო, აღმოჩენილი მტკიცებები იმდენად სუსტია, რომ რომც წარუდგინონ ბიბის ბრალდება ამ საკითხში, სასამართლოში ის შეიძლება ალალ-მართალი გამოვიდეს. სახალხო სასამართლოს - არჩევნების წინ კი ამის გაკეთება, აშკარა მხარდაჭერაა ბიბის მოწინააღმდეგებისა. ამ გზით მთავრობის შეცვლა კი დანაშაულია.

       მოდით ახლა ამ სიტუაციას სხვა მხრიდან შევხედოთ. შევადაროთ ერთმანეთს მთავრობის მეთაურობის კანდიდატები. ბიბი ნეთანიაუ, გამოცდილი პოლიტიკოსი ერთნაირად ძლიერი როგორც პოლიტიკაში ასევე ქვეყნის ეკონომიკაში, ფინანსთა მინისტრად ნამყოფი, მთავრობის სხვადასხვა პროფილის პორთფელების მლობელი და მათში გათვითცნობიე რებული, მთავრობის მეთაური სამი კადენციის განმავლობაში, სახელმწიფოს შესანიშნავი მმართველი მშვიდობისა და ომიანობის პერიოდში, ისრაელის ყველაზე დიდი და ძლიერი პარტიის ლიქუდის მეთაური, ისრაელის ინტერესების დაცვისათვის თავდადებული, ისრაელის თავდაცვის არმიის დამსახურებული ოფიცერი, ცაჰალის გენშტაბის სახელგანთქმული, საპატრულო რაზმის ყოფილი წევრი და მეთაური. მის მიერ გაკეთებული საქმეები ყველაზე უკეთესი მხილებაა იმის დასამტკიცებლად, რომ აღმართში კარგ ბედაურს არ ცვლიან. მხოლოდ რამდენიმე მა გალითის მოყვანაც საკმარისია ამის სადემონსტრაციოდ.

       ისრაელის სახელმწიფოს პრესტიჟი და იმიჯი მნიშვნელოვნად ამაღლდა ბიბის ხელმძღვანელობის ქვეშ. ისრაელი თავის 8.5 მილიონიანი მოსახლეობით ზესახელმწიფოდ იქცა მსოფლიოს თვალში. გაფართოვდა საერთაშორისო კავშირები, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ილტვის ისრაელისაკენ და სურთ ჩვენთან კავშირების გაღრმავება. ამერიკაში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, ბიბიმ გაუძლო ასეთი ძლიერი ქვეყნის დაწოლას და შესძლო ისრაელის ინტერესების დაცვა. 15 წლიანი პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ შესძლო მსოფლიოსათვის დაემტკიცებინა, რომ ირანისთვის ატომური ბომბის დამზადების უფლების მიცემა დიდ საშიშროებას შეუქმნის მსოფლიოს და ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაარწმუნა ის, ირანთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების აუცილებლობაში.

         ბიბიმ შესძლო ამერიკის დახმარებით მნისვნელოვნად შეეცვალა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი. ამერიკამ იერუშალაიმი ცნო ისრაელის დედაქალაქად. არაბულ სამყაროსთან დაახლოება, ამერიკასთან და პუტინის რუსეთთან მეგობრული კავშირი ისრაელის ქვეყნის არნახული გამარჯვებაა. ისრაელის ეკონომიკის გაძლიერება და მისი დღევანდელ დონემდე მოყვანა ბიბისდამსახურებაა. ისრაელის სამხედრო ძლიერება ზენიტშია ასული. მთვარეზე ხომალდის გაშვებით, ტერორისტთა მხრიდან მიწისქვეშა გვირაბების აღმოჩენა და განადგურება. ახალი, უძლიერესი იარაღების წარმოება და ჯარის აღჭურვა ამ იარაღით - ბიბის დამსახურებაა.

        დღითი დღე ფართოვდება ისრაელში დამზადებული პროდუქტის და იარაღ- საჭურვლის გასაღების ბაზარი მსოფლიოში. აღმოჩენილია გაზის საბადოები. იზრდება ნობელის ლაურეატთა რიცხვი ისრაელში. წინ მიდის მეცნიერება და აღმავლობის გზას ადგას ცხოვრების ყველა დარგი. ასეთი არნახული წინსვლა პოლიტიკურ-ეკონომიური თვალსაზრისით ისრაელის ქვეყანას არ ღირსებია არც ერთი მთავრობის მეთაურის ხელში.

          არის თუ არა ასეთი ლიდერის შეცვლა ჭკუასთან ახლოს ? და ვინ არის მისი ალტერნატივა ?

          თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენი განცი, ცაჰალის გენ. შტაბის ყოფილი უფროსი და უფროსი სერჟანტი იაირ ლაპიდი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ბევრი არაფერი გაუკეთებია ამ პოსტზე. პარტიული ბლოკი "ქახოლ-ლავანი" ბენი განცის მეთაურობით გვპირდება რომ მისი ბლოკი უკეთესად წარმართავს ისრაელის საქმეს ვინაიდან ამ ბლოკს სათავეში უდგას ცაჰალის გენ. შტაბის სამი ყოფილი უფროსი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი და მაღალი რანგის კიდევ რამდენიმე ოფიცერი. როგორ მოხდა ამდენი ყოფილი სამხედროს გაერთიანება ერთ ჯგუფში და რამდენად შეგვიძლია ვენდოთ მათ დაპირებას არჩევნების წინ ?

        საქმე იმაშია, რომ გენერლების ეს მცირე ჯგუფი, ყოველთვის წინააღმდეგი იყო ბიბის მიერ გატარებული პოლიტიკისა ირანის წინააღმდეგ. რომ არა ბიბი, ისინი მხარს დაუჭერდნენ ირანთან ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომლის შედეგადაც რამდენიმე წლის შემდეგ ირანი კანონიერად მიიღებდა ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას და მაშინ - ჩვენ სატირლად გვექნებოდა საქმე. ირანის ჰეგემონია გავრცელდებოდა მთელს ახლო აღმოსავლეთში, მისი ატომური ქოლგა გადაეფარებოდა ჩვენს მტრებს და ისრაელს განადგურების საშიშ-როება შეექმნებოდა.

        მათი მემარცხენე იდეოლოგიიდან გამომდინარე, პალესტინელებთან მოლაპარაკებების ჩარჩოებში ისრაელს ყოველთვის უკან უნდა დაეხია, დაეთმო მშობლიური, ღმ-რთისაგან ჩვენთვის ნაბოძები მიწა და მიეღწია ისეთი "სამშვდობო შეთანხმებებისათვის" როგორებიც გამოდგა, შიმონ ფერესის მიერ მიღწეული "ოსლოს შეთანმება", არიკ შარონის "ჰითნათკუთ"-ი და კიდევ რამდენიმე სხვა, რომლის შედეგადაც ისრაელმა დათმო მშობლიური, ებრაელთა სისხლით მორწყული მიწები და დასახლებები, აყვავებული ბაღნარი პალესტინელთა ხელში გაჩანაგდა და გა ნადგურდა, მშვიდობის მაგივრად კი ჩვენ რაკეტების სეტყვა მივიღეთ.

       ისრაელის გენერლები შეუდარებლები არიან ბრძოლის ველზე, მაგრამ ისინი შორს არიან სახელმწიფოს მართვის სადავეებისაგან, მათ ძალიან უჭირთ სამოქალაქო სექტორის მართვა და უბრალო მოქალაქეებზე ზრუნვა. ამის საუკეთესო მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ პირადი გამოცდილებიდან. თავის დროზე ბათ-იამის მერად ავირჩიეთ გენერალი იოშუა საგი, ცაჰალის სამხედრო დაზვერვის "ამან"-ის ყოფილი მეთაური, მე კი მის მის მოადგილედ დამნიშნეს. მალე აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქის საქმე უკან წავიდა. გენერალი მიჩვეულია ქვეშემრდომებს ბრძანებების კილოთი ესაუბროს, შორსაა იმ პრობლემების გაგებისაგან, რომელიც უბრალო მოქალაქეებს აწუხებს. უჭირდა იმის გაგება, რომ ცაჰალის მოსამსახურე დაუბრკოლებლად იღებს ჯამაგირს, უბრალო მოქალაქემ კი "ფარნასის" საშოვრად ათასნაირი დაბრკოლება უნდა გადალახოს. რომ არჩეული პიროვნება ვალდებულია ხალხს, უბრალო მოქალაქეებს ემსახუროს და არა პირიქით. როგორ შეიძლება სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგეს გამოუცდელი კაცი, რომელსაც ერთი დღეც კი არ გაუტარებია პოლიტიკურ არენაზე, არ ყოფილა ქნესეთის წევრი და მინისტრი. არ მიუღია დამოუკიდებლად არცერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ისრაელისთვის დაებრაელი ერისათვის. ის მეთაური იყო ბრძოლის ველზე, მაგრამ მითითებებს იღებდა "ზემოდან". ქვეყნის მოსახლეობის მართვა და მისი ხელმძღვანელობა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე გაწვრთნილი ჯარისკაცების მართვა.

        ბენი განცი ეს მგლის ტყავში გახვეული ბატკანია, რომელიც სხვების დარიგებებით და მითითებებით მოქმედებს, საკუთარი გამოცდილება არა აქვს და იძულებულია მრჩეველთა აზრები გაიზიაროს. მისაღებია კაცმა რჩევები მოისმინოს და მერე გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს. განცისგან ამას არ უნდა მოველოდეთ. ისრაელის წარსულიდან კარგად გვახსოვს თუ რა დაემართა იმ პარტიულ ბლოკებს, რომლებსაც დიდი ისტორია არ აქვთ და რომლებიც არჩევნების წინ შეაკოწიწეს. ასეთები იყო "დაშ"-ი გენ. სტაბის ყოფილი უფროსის, არქეოლოგისა და პრო-ფესორის იგაელ იადინის ხელმძღვანელობით, "შინუი" - იაირ ლაპიდის მამის, ტომი ლაპიდის ხელმძღვანელობით, და "კადიმა" ციპი ლივნის ხელმძღვანელობით, ყველა ამ პარტიამ არჩევნებში კრახი განიცადა და მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა,

      უფრო მეტიც მეორე კადენციაში ნაწილ-ნაწილ დაიშალნენ და ცოტა ხნის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ პოლიტიკური რუქიდამ. პარტიულმა ბლოკებმა "დაშ"-მა და "შინუიმ", რომლებიც ისრაელის ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოდნენ 15-15 მანდატი ძლივს მოაგროვეს. იგივე შეიძლება დაემართოს "ქახოლ-ლავანს" ბენი განცის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ამ ბლოკს

ფესვები არ გააჩნია. შექმნილ სიტუაციაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ როგორც ყოველთვის დაძაბულობის შემთხვევაში, ეხლაც, ლიქუდის მომხრეები დაირაზმებიან და გამარჯვებას მოუტანენ თავიანთ ლიდერს ბიბი ნეთანიაუს.

სურათებზე:  ბიბი ნეთანიაუ, ბენი განცი და იაირ ლაპიდი

ბიბი.jpg
განც.jpg
ლაპიდი.jpg

რედაქტორის  კუთხე  18.10.1985 წ

რედ.კუთ.jpg

რედაქტორის  კუთხე  24.3.1987 წ

24,3,87.jpg

რედაქტორის  კუთხე  1.5.1987 წ

რედაქტორის  კუთხე  4-6.1988 წ

დამნაშავეა  თუ  არა  შიმონ  ფერესი ?

feres-1  928-6.jpg
fers-2    928-7.jpg

რა  ხდება  ამერიკაში  ?

17.11.2020

პოლიტიკური  მიმოხილვა

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

 

        ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველების უნარით ღმ-რთმა მხოლოდ გიჟები დააჯილდოვა, ამიტომ არ ვეცდები ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ პოლიტიკური ანალიზის და ბაიდენის საარჩევნო წინა დაპირებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ამერიკას დიდი წარმატებები არ ელოდება.

        ვიდრე ამ საკითხის გაანალიზებას შევუდგებოდეთ ჯერ ვნახოთ თუ რა ხდება დღეს ამერიკაში.

      არჩევნები დამთავრდა, მაგრამ შედეგები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. ბაიდენმა პრეზიდენტობა რომ მიილოცა ეს ჯერ კიდევ ნაადრევია არჩევნების ოფიციალური შედე-გების გამოქვეყნებამდე. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა მოხდეს 2021 წლის 21 იანვარს. თუ ვინ გახდება ამერიკის 46 პრეზიდენტი, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეს შესაძლოა ამერიკის უმაღლესი სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.

     ჯო ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად თვლის თავს, ვინაიდან მან 4 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო ვიდრე ტრამპმა, მოაგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ელექტორების (270) მეტი რაოდენობა ამერიკის შტატების უმრავლესობაში.

      თავის მხრივ ტრამპიც გამარჯვებულად თვლის თავს, ვინაიდან არჩევნების დამთავრების შემდეგ, ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესში, ამომრჩეველთა 80 პროცენტი ხმების დათვლის შემდეგ ტრამპი დიდი უპირატესობით მიდიოდა წინ შტატების უმრავლესობაში და ამის მოწმე მე თვითონ გახლავართ პირადად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყეს, ფოსტით გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, უცბად ყველაფერი შეტრიალდა და ბაიდენმა დაიწყო წინსვლა. ფოსტით მოსული ხმების თითქმის 80 პროცენტი ბაიდენს უჭერდა მხარს. ტრამპის განცხადებით იმათ შორის ვინც ბაიდენს მისცა ხმა ძალიან ბევრია ისეთი, რომლებიც უკვე დიდი ხანია წავიდნენ ამ ქვეყნიდან  (ზოგი უკვე 100 წელია) და უზრუნველად განისვენებენ ამერიკის სასაფლაოების მიწის ქვეშ. 

      ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია რამდენად მართალი და დასაჯერებელია ტრამპის ეს დაშვება, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტს ნამდვილად არ მჯერა ფოსტით მოსული ბიულეტენების ლეგიტიმიურობა და აი რატომ : თუ მთელი ამერიკის მოსახლეობის გარკვეულმა პროცენტმა დაუჭირა მხარი რომელიმე კანდიდატს, საფოსტო ბიულეტენებშიც ხმების შეფარდება დაახლოებით იგივე უნდა იყოს, დასაშვებია სხვაობა 5-10 პროცენტით და არა ისეთით როგორიც მოხდა ამ არჩევნებში.

       პოლიტიკური მიმომხილველების აზრით ინაუგურაციამდე ამის შემოწმება ძალიან ძნელი იქნება და ტრამპს დასჭირდება ისეთი მტკიცებების წამოყენება, რომელიც დაარ წმუნებს უმაღლეს მოსამართლეებს და ასეთ შემთხვევაში ტრამპი თავის პოსტზე დარჩება.

         ახლა ვნახოთ თუ რა მოხდება ამერიკის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის კურთხების შემდეგ.

     წინა საარჩევნოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ ურთიერთობას დაარეგულირებს ევროპასთან, ჩინეთთან და ირანთან, მოაწესრიგებს მექსიკასთან სასაზღვრო უთანხმოებას, უკანონო ემიგრანტების საკითხს და მიხედავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების საკითხს.

      ჩვენის აზრით ბაიდენის (დემოკრატიული პარტიის ლიდერების) პოლიტიკა უკან დახევს ამერიკის ეკონომიკას, რომელიც აღმავლობის გზაზე დააყენა ტრამპმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰუსეინ ბარაკ ობამას მიერ, მისი, ამოუვალ წუმპეში ჩაძირვის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამერიკის სახელმწიო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იხარჯება სამხედრო საკითხებისა და დაბალშემოსავლიანი ფენების ხარჯების მოგვარებაში.

       ვინც ამერიკაში ცხოვრობს დამეთანხმება, რომ ამერიკის დაბალშემოსავლიან ფენებში ძალიან მომრავლდა იმათი რიცხვი, რომლებიც პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან, არ შრომობენ, სამსახურს არ ეძებენ დ ეროვნულ დოვლათს არ ქმნიან. ისინი ცხოვრების საუკეთესო პირობებს იღებენ და უზრუნველად ცხოვრობენ წლების განმავლობაში. ყველაფერი ეს ხდება იმათ ხარჯზე ვინც დაუღალავად შრომობს, დღესა და ღამეს ასწორებს ოჯახის გამოსაკვებად. მათ მხრებს აწვება მუქთახორების რჩენა და საშემოსავლო გადასახადების მუდმივი ზრდა.

      ჩინეთთან დარეგულირება ნიშნავს ამერიკის ბაზრის გადატვირთვას ჩინეთის საქონლით და ამერიკის ნაწარმის უგულებელყოფას. რის შედეგადაც კოტრდებიან ადგილობრივი კომპანიები ან გარბიან ამ ქვეყნიდან, საბოლოო ჯამში ამერიკა ღარიბდება და ჩინეთი მდიდრდება. 

       ტრამპმა სცადა ჩინეთის საქონელზე ბაჟის დადება და ნაწილობრივ წარმატებასაც მიაღწია. შედეგად ამერიკის ბიუჯეტში შემოსავალი გაიზარდა, უმუშევრობა შემცირდა არნახულ დონემდე და ეკონომიკამ აღმავლობა იწყო.

      ტრამპი აპირებდა ეიძულებინა ევროკავშირი გაეზარდა ნატოს ბიუჯეტში თავიანთი წვლილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება ევროპის ქვეყნების დაცვა სამხედრო თვალსაზრისით. ამ მიზნის განხორციელებით ამერიკა დაზოგავდა უამრავ თანხას, რომლითაც გაუმჯობესდებოდა ამერიკის ეკონომიკა.

      ბაიდენი ეცდება ევროკავშირის მეშვეობით ან პირდაპირ გააუმჯობესოს ურთიერთობა ირანთან, რაც იმას ნიშ ნავს რომ ირანი ერთის მხრივ ეცდება, თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ატომური ბომბის შექმნით და მეორეს მხრივ მთელ მსოფლიოში ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის გაძლიერებით. გაურკვეველია რა სიკეთეს მოუტანს ამერიკას ან მსოფლიოს ირანთან კავშირების გაუმჯობესება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპის ხელისისუფლების მიერ ირანზე დაწესებული სანქციების შედეგად ამ ქვეყნის ეკონომიკა განადგურების გზას დაადგა და მკვეთრად შემცირდა ირანის ფინანსური დახმარება ტერორისტული დაჯგუფებებისათვის.

      ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეასუსტებს დაახლოებას, ამერიკისა და სუნიტურ არაბულ ქვეყნებს შორის. ამ მხრივ ძალიან გულდასაწყვეტი იქნება საუდიის არაბეთის მოსალოდნელი დაშორება ვინაიდან ამ ქვეყნის მეშვეობით მოხდა არა ერთი მუსულმანური ქვეყნის დაახლოება ამერიკასთან და ისრაელთან.

     ტრამპის ხელისუფლების მხრიდან ისრაელის სახელმ წიფოს ძლიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა შედარებით შესუსტდება და უფრო მეტიც ბაიდენმა შესაძლოა აღარ გააგრძელოს ისრაელისთვის აღმოჩენილი დახმარება იმავე ტემპით ან შესაძლოა უკანაც დახიოს ზოგიერთი პროცესი.

     თუ საბოლოო ჯამში ტრამპმა აღიარა ბაიდენის გამარჯვება ამის მიზეზად შესაძლოა ჩაითვალოს : 1. ფერადკანიანთა დემოსტრაციები პოლიციის წინააღმდეგ, რომლის უკანაც შესაძლოა იდგა დემოკრატიული პარტიის გარკვეული წრეები. 2. ტრამპის ხელისუფლების მიდგომა კორონა-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების მიმართ და 3. პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის სუსტი წინააღმდეგობა საარჩევნო კამპანიის დროს, ფოსტის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღებისადმი.

 

      საქართველოსადმი ამერიკის დამოკიდებულება არის ფუნქცია, რუსეთთან და ჩინეთთან დამოკიდებულებისა. ყველა შემთხვევაში სამწუხაროა, მაგრამ საქართველო ვერ მიიღებს იმას, ან არა იმ დოზით, რასაც ის ამერიკისგან ელოდება.

       პოლიტიკოსებმა ბევრი დაპირება იციან, შესრულება კი არა. მათ ვერ გაამტყუნებ, ზოგჯერ სახელწიფო ინტერესები აიძულებთ დაპირებები ვერ შეასრულონ. რაც შეეხება ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსადმი,  ვწუხვარ რომ შესაძლოა ვინმეს იმედები გავუცრუო, მაგრამ სჯობს მწარე სიმართლე ლამაზ ტყუილს, რომელსაც მძიმე იმედ-გაცრუება მოყვება.

     ამერიკა გააგრძელებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე და სხვა დახმარებასაც გარკვეულ საზღვრებში, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკა რუსეთს დაუპირისპირდება საქართველოს გამო მწარედ მოტყუვდება.

      ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრი საქრათველოში ამერიკული ბაზის განლაგების თაობაზე -  შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. დაძაბულობის შემთხვევაში ქართველები იქნებიან ყოველთვის შუაში. არ დაგავიწყდეთ ქართული ანდაზა "ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს".

     2003 წელს გაზეთ "ალია"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდი, რომ ევროკავშირში და "ნატო"-ში საქართველოს გაერთიანება ფუჭი ოცნებაა. 2020 წელი თავდება და დღემდე იმავე ადგილზე ვდგევართ.

    რა უნდა გააკეთოს საქართველომ ? ამ კითხვაზე პასუხი გავეცი ჩემს წიგნში "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ", რომლის წაკითხვაც შეგიძლიათ ჩემს ვებ. გვერდზე abraamsapir.com

27.2.2022

 

უკრაინაში  მიმდინარე მოვლენების  გამო

 

პოლიტიკური  მიმოხილვა

 

აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

 

რა მოელის უკრაინას, ისრაელს  და საქართველოს ?

 

       უკრაინა ომში ჩაება. რა შანსები გააჩნია  მას ?  ვიდრე ამ საკითხზე ვიმსჯელებდეთ, უნდა გადავხედოთ მსოფლიო რუქას და დავაფიქსიროთ საითკენ მიექანება მსოფლიო. ყველაზე ცუდი გამოსავალი მსოფლიოსათვის იქნება გლობალური, ატომური, მსოფლიო ომი, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეიძლე-ბა გაანადგუროს.

    თავის გადარჩენის სურვილი აიძულებს მსოფლიოს ეძებოს ალტერნატივა. ჩვენის აზრით საბოლოო ჯამში მსოფლიოს ქვეყნები გადანაწილდება სამ ძირითად ბლოკში:

   1. დასავლეთი (ამერიკა და ევროპის ქვეყნები)    

   2. რუსეთი (ყველა იმ ქვეყნის ჩათვლით, რომელიც მისი გავლენის ქვეშ მოექცევა და მათ რიცხვში მოისაზრება საქართველო და უკრაინა)

   3. ჩინეთი (მისი გავლენის ქვეს მყოფი ქვეყნების ჩათვლით, მაგალითად ჩრდილოეთი კორეია და სხვა).

  ამერიკამ ვერ შესძლო, ობამას დემოკრატია თავისი ლგბტ-ებით და სიტყვის თავისუფლებით, თავს მოეხვია მსოფლიოს ქვეყნებისათვის და მან კრახი განიცადა, არც სოციალიზმის იდეამ ნახა თავისი საყრდენი და საბჭოთა კავშირი დაიშალა, რაც შეეხება ჩინეთის იდეოლოგიას, არც მას იზიარებს მსოფლიო.

   ამერიკა მიხვდა, რომ ვერ შესძლებს თავისი ჰეგემონიის გავრცელებას მთელ მსოფლიოზე და უკან დაიხია. ამას მოყვა ამერიკის ეკონომიკის დამუხრუჭება და პრეზიდენტ ბაიდენის ხელში მოსალოდნელია ამ ბლოკს თანდათანობით ჩამოცილდეს ესა თუ ის ქვეყანა.

       რუსეთი პუტინის მეთაურობით მიდის ვა-ბანკზე, ან იმპერია ან დაღუპვა და სურს სამხედრო ძლიერებით დააშინოს მსოფლიო.

       დასავლეთმა უკრაინასთან დაკავშირებით ჩაისვარა და გვიან გაიღვიძა, ახლა კი სურს უკანასკნელი უკრაინელ ჯარისკაცამდე ებრძოლოს რუსეთს.

      ზელენსკი აცხადებს, რომ ის არ აპირებს რუსეთზე იერიშის მიტანას და მხოლოდ თავდაცვით იქნება დაკავებული.

      ისტორია გვასწავლის, რომ თავდაცვით ომი არ მოიგება. გამარჯვებას მაშინ მიაღწევ როცა მოწინააღმდეგეს თავის ბუნაგში მიაყენებ ზიანს. ამისათვის უკრაინას არც შეიარაღება გააჩნია და არც ცოცხალი რესურსი.

       ამიტომაც ზელენსკი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთს მიმართოს და აწარმოოს მოლაპარაკება.

       რაზე შეიძლება ელაპარაკოს ცხვარი მგელს ?    

      ერთადერთი, მგელი იმაზე დათანხმდება, რომ ცოტა ხანს ცოცხალს დატოვებს და არ გადაყლაპავს.

      თუ ზელენსკი უარს იტყვის ასეთ გარიგებაზე, რუსეთი მაშინ დაიწყებს მასშტაბურ ომს და დაიპყრობს მთელ უკრაინას. უფრო მეტიც აპეტიტი ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგონიათ, მადა გაეხსნება და დაემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს. იდეოლოგიაც შემუშავებული აქვს. საბჭოთა იდეო-ლოგიისაგან განსხვავებით თავის ვასალ ქვეყნებს ის შესთავაზებს : გექნებათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმ შეზღუდვით, რომ დაემორჩილებით ბლოკის გადაწტვეტილებას ანუ უფრო სწორად, რუსეთის დიქტატს.

 

       ჩინეთი ჩუმადაა, ვინაიდან რუსეთის გაძლიერება ამერიკას ასუსტებს, რუსეთის დაჯახება დასავლეთთან, ორივეს დაასუსტებს, ჩინეთი კი ყოველმხრივ იგებს, კონფლიქტში არ ერევა, ენერგორესურსებს დაბალ ფასში იძენს, ვაჭრობას აძლიერებს და ეკონომიურად ძლიერდება.

       ჩინეთს შორს გამიზნული პოლიტიკა აქვს, მას დიდი ხანია თვალი უჭირავს,  ბაიკალის ტბისა და ციმბირის ტყეების ხელში ჩაგდება სურს. ამერიკა სულაც არ ადარდებს, რუსეთის დასუსტება კი ხელს აძლევს. ამიტომაცაა, რომ ჩინეთი რუსეთს მხარს უჭერს დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. რატომ ვერ ხვდება რუსეთი იმას, რომ დასავლეთთან დაპირისპირებით და უკრაინის დაპყრობით მას დაღუპვის საშიშროება ემუქრება ?

       საქმე იმაშია, რომ პუტინის აზრით უკრაინის შემოერთება, რუსეთს არა მარტო ტერიტორიულად გააძლიერებს (უკრაინა ტერტორიის მხრივ ყველაზე დიდი ქვეყანაა ევროპაში) არამედ გაძლიერდება ბუნებრივი წიაღისეულით (დონეცკის ქვანახშირის საბადოები. ურანი და სხვა).

      მისი გავლენის ქვეშ მოექცევა შავი ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი თავისი პორტებით, საზღვაო ფლოტით და შეძლებს თავისი ჰეგემონიის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში.

       თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რუსეთი დღეს განაგებს სირიის საგარეო პოლიტიკასაც და მისი პლაცდარმი (ბაზა) ტარტუსში მას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ფარფაშის საშუალებას აძლევს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ თუ პუტინი არ შეაჩერეს, რუსეთი გადაიქცევა ქვეყნად, რომელსაც ანგარიშს გაუწევს მთელი მსოფლიო და არც ერთი საკითხი მასთან შეთანხმების გარეშე არ გადაწყდება.

       სანქციები ? რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს თავიანთ გავლენას მოახდენენ დროთა განმავლობაში, მაგრამ არა მყისიერად. ეს იქნება ძლიერი დარტყმა რუსეთის ეკონომოკისთვის და თუ პუტინს ამაზე არ უფიქრია  - სულელი ყოფილა.

 

       რა მოელის საქართველოს ?  - ამაზე შემდეგ მიმოხილვაში ვისაუბრებთ

 

    როგორი უნდა იყოს ისრაელის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით ?  -  ამაზე შემდეგ მიმოხილვაში ვისაუბრებთ

ერთი  წერილის  პასუხად

გერ-1.jpg
გერ-2.jpg

ირან-ამერიკის  კონფლიქტი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო

რედაქტორის  კუთხე  4-6.1988 წ

© 2023 by Under Construction. Proudly created with Wix.com

bottom of page