top of page

წ ი გ ნ ე ბ ი

სექციების  სათაურების  სია

როგორ  ვეძებოთ

        თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხ-სნება.

1.      კულაში ნანახი, განცდილი, გაგონილი

2.      ცხოვრება კაცისა

3.      ალიის 40 წელი

4.      საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ

5.      პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი

6.      კარლოვი ვარი

7.      ესპანეთი კონტრასტების ქვეყანა

8.      რუმინეთი ჯანმრთელობის სამჭედლო

9.      ლონდონი, ბერლინი, ვადუზი

10.    პალმა დე მაიორკა

11.    კულაში  - ქართველი ებრაელობა   -  ებრაულ ენაზე  (ივრითზე)

12.    36 დღე ამერიკის ჰოსპიტალში

13.    აკადემიკოსი ავთანდილ ნიკოლეიშვილი აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) შემოქმედებაზე

14.    განათლებულ მხეცთა კავშირი

15.    რექსი  -  ჩემი ყველაზე ერთგული და უღალატო მეგობარი

16.    არასასურველი სტუმარი

17.    რჩეული ლექსები   -  იაკობ ჩიკვაშვილი

18.   ალიის 40 წელი   -   ებრაულ ენაზე

19    პროფესორი ლალი გულედანი   -   ქართველი ებრაელების თვალით დანახული კულაში

20

კულაში ნანახი, განცდილი, გაგონილი

წიგნი - კულაში -ყდა .jpg

ცხოვრება  კაცისა

ალიის  40  წელი

ALIA-40 kriha print-1.jpg

საქართველო,  დამოუკიდებლობის  მიღებიდან  27 წლის  შემდეგ

პარიზი,  ბონი,  ნიუ-იორკი

კარლოვი  ვარი

ესპანეთი  კონტრასტების  ქვეყანა

რუმინეთი  -  ჯანმრთელობის სამჭედლო

ლონდონი,  ბერლინი,  ვადუზი

პალმა  დე  მაიორკა

კულაში  -  ქართველი  ებრაელობა   (ებრაულ ენაზე)

36  დღე  ამერიკის  ჰოსპიტალში

ავთანდილ  ნიკოლეიშვილი  ქართულ-ებრაულ  ურთიერობათა საკითხები  აბრამ  სეფიაშვილის  (აბრაამ  საპირის)  შემოქმედებაში

განათლებულ  მხეცთა  კავშირი

რექსი  -  ჩემი  ყველაზე  ერთგული  და  უღალატო  მეგობარი

         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

        მე რომ იმით დავიწყო საუბარი, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია, ვერავის გავაკვირ ვებ, ვერც იმითრომ ძაღლს (არა ყველას) შეუძლია სუნის მიხედვით კვალის აღება, დაკარგული ნივთის პოვნა, გადაგდებული ჯოხის თუ სხვა ნივთის პატრონისთვის მიტანა, დაჯდომა, დაწოლა, თუ გაქცევა თქვენი მითითებით, გაჭივრების დროს პატრონის დაცვა და მისთვის თავგანწირვა, გლოვა პატრონის გარდაცვალების შემდეგ, განცდა ხანგრძლივი განშორების გამო, რომ მას შეუძლია პატრონის არა ერთი მითითება შეასრულოს ზედმიმწევნით.

         ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩემი რექსი აკეთებდა და რის გამოც ცხარე ცრემლები ვღვარე, როცა მოკვდა, არა,  კი არ მოკვდა, ხელებში ჩამაკვდა ვეტერინარის კლინიკაში. თქვენ რომ მისი დაღვრემილი თვალები გენახათ იმ დროს, როცა თავისი ქცევით მემშვიდობებოდა ... 

        ოჯახის ყველა წევრი უყვარდა მას, მაგრამ მე განსაკუთრებით. ვერ იტანდა ჩემგან ერთი საათის განშორებასაც კი. აიტომ ყველგან თან დამყავდა,

           მანქანაში ჩემზე წინ ჩახტებოდა ხოლმე, ზრდილობაც ჰქონდა, თუ ვინმე მომყვებო-და, მძღოლის გვერდით მდებარე სავარძლიდან უკანა სავარძელზე მითითების გარეშე გადადიოდა. ჩემი მეუღლის დამზადებულ საჭმელს პირველი ის "აგემოვნებდა" ხოლმე, რომ შემხვევით არავის "მოვეწამლე".

           სურათზე :  ჩემი 15 წლის ვაჟი შაბთაი და რექსი საწვრთნელ მოედანზე

        ერთი კილომეტრის მანძილიდან გრძნობდა, გზაზე მომავალი პირი ჩემი მტერი იყო თუ მოყვარე. ვაი იმას, ვინც მას თვალში არ მოუვიდოდა. პირს რომ გააღებდა და კბილებს გამოაჩენა, რკინის გულიც რომ ჰქონოდა ვაჟკაცს, მაინც შეშინდებოდა. 

          ჯარში სათადარიგო სამსახურში რომ გამიწვიეს, ჩვენი ნაწილი სინაის ნახევარკუნ ძულზე იყო მაშინ განლაგებული, მეუღლისაგან სასწრაფო დეპეშა მივიღე, შენი წას ვლიდან უკვე მესამე დღეა, რაც რექსი მოღუშულია არც ჭამს და არც სვამს, არაფრის ინტერესი არ აქვს-ო. ძალიან შევწუხდი. რექსის მდგომარეობა მეც გადამედო, არ მიჭამია და არ მისვია. მეგობრებმა რეკომენდაცია გამიწიეს მეთაურთან და მან თავისი პირადი პა სუხისმგებლობით, იმ ღამით, სახლში გამიშვა იმ პირობით, თუ დილით გათენებმდე დავბრუნდებოდი.

         მანქანა მყავდა, მაგრამ სახლამდე 200 კმ მანძილი იყო და უკან დაბრუნებაც უნდა მომესწრო. უნდა გენახათ რექსის სიხარული, რომ დამინახა ადამიანივით აცეკვდა, არავინ უნდოდა მოეშვა ჩემთან.

 

      სურათზე :  შაბთაი და რექსი ბათ-იამში, ჩემი კოტეჯის აივნიდნ გადასცქერის თავის სამფლობელოს. როგორც მორწმუნე ძაღლს, თავზე ქიფა ახურავს.

     ჯარში დაბრუნებულს ყველა გაოცებით შემხვდა, ამხელა ძაღლი რომ მოიყვანე, საჭმე-ლი აღარ დარჩება ჩვენთვის-ო. იმით დავაშოშმინე, რომ ძაღლს ჩემს ულუფას ვაჭმევდი. ერთ დღესაც არ გაუვლია, რომ ვენი ოცეულის ჯარისკაცები რექსიმ ისე მოხიბლა თავისი საქციელით და მათთან თამაშით, რომ საღამოთი თვითონ მოჰქონდათ მისთვის საკვები.

        ჩვენი ოცეულის მოვალეობა იყო დაგვეცვა ღია ცის ქვეშ მდებარე იარაღის დიდი საწ ყობი. მას დიდი ტერიტორია ეჭირა და ჯარისკაცები შემოვლსას ძალიან ვიღლებოდით. იმ ღამით საყარაულოდ ჩვენთან ერთად რექსიც წავიყვანე. გვერდიდან არ მცილდებოდა, მაგრამ საკმარისი იყო საწყობის ტერიტორიას რაიმე სულდგმული მოახლოებოდა, ადამიანი იყო ეს თუ ცხოველი, რექსი შურდულივით გაექანებოდა და .... მას არაფერი აშინედა.

        მთელი ღამის განმავლობაში ყურები დაცქვეტილი ჰქონდა. ყეფა მხოლოდ საგანგაშო მდგომარეობაში იცოდა.

        ჯარისკაცებმა ამოისუნთქეს. რექსი შესანიშნაად ასრულებდა ჩვენს მოვალეობას. რაც მთავარია ჩვენი საგუშაგოების შემმოწმებელ მორიგეებს მთელი 5 წუთით უსწრებდა წინ და გვაფრთხილებდა. იმ ღამიდან დაწყებული ჯარისკაცები თავს იკლავდნენ, ოღონდ ჩემს ცვლაში მომხდარიყვნენ.

      რექსიმ დიდი პოპულარობა და სიყვარული დაიმსახრა. უნდა გენახათ როგორი დამ-შვიდობება მოუწყეს მას, როცა ჩემი სამსახურის ვადა ამოიწურა. სულ დელიკატესებით დააჯილდოვეს

       რექსი გერმანული, ჯიშიანი "ავჩარკა" 1970 იანი წლების ბოლოს შევიძინე. ის  3 კვი-რის ლეკვი იყო სახლში რომ მოვიყვანე.  გერმანიაში ძაღლების დათვაიერებაში გამარ-ჯვებული ავჩარკის  "ჩემპიონის"  შვილი იყო.

       დედამისმა მხოლოდ სამი ლეკვი შობა და ერთი მათგანი ისრაელში ჩამომიყვანეს 1500 დოლარის საფასურად. ეს ძალიან დიდი თანხა იყო მაშინ, მაგრამ გაამართლა ეს ფასი, იმ ქმედებებით, რომელიც მან ჩაიდინა და რომელზეც ახლა მოგითხრობთ.

  ალბათ არავის გაუკვირდება, რომ გერმანული, ჯიშიანი ავჩარკა, დაბადების მოწმობით, პასპორტით, ჯანმრთელობის დადასტურებული დოკუმენტებით, ჭკვიანი და ძლიერი ძაღლი უნდა ყოფილიყო.

    ცოტა რომ წამოიზარდა მასპროფესიონალი მწვრთნელი ავუყვანეთ. ისე კი, მას ზრუნვას, არც ჩემი შვილები აკლებდნენ.

         ერთი წლის რომ გახდა, ის უკვე ჩამოყალიბებული ინტელიგენტი არსება გახლდათ. უნდა გენახათ დატუქსვის ან დაუმსახურებლად გაკიცხვის შემდეგ როგორ გაბუ-ტებოდა პატარა ბავშვივით. გულგამტანი არ იყო და ოდნავი დაყვავების შემდეგ ხელათ შემოგვირიგდებოდა.

       მაშინ ხოლონში (ისრაელი) ვცხოვრობდით, მაალოთის ქუჩაზე მდებარე მრავალ-სართულიანი სახლის მეორე სართულზე. 5 ოთახიანი ბინა იყო თავისი აივნით . ალბათ მოგეხსენებათ, რმ ამხელა ძაღლის შესანახად არც აქ იყო საკმარისი ფართობი, მაგრამ რექსი ისეთი საყვარელი და ინტელიგენტი იყო, რომ სრულიადაც არ გვზღუდავდა თავისი ჩვენთან ცხოვრებით. ბავშვებს გაჰყავდათ ხოლმე სასეირნოდ დანიშნულ დროს და რექსიც, როგორც პატიოსანი მშობლების შვილი, არსდროს არღვევდა წესრიგს.

რე-2.png
რე-1.png
რე-3.png
რე-6.png
რე-7.png
რე-4.png
რე-5.png

რექსიმ გაზით გაგუდვას გადაგვარჩინა

         ერთხელ, მე და ჩემი მეუღლე გვიან, შუა ღამე დიდი ხნის გადასული იყო, გაზეთის გამოშვების შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდით. ისეთი დაღლილ დაქანცული ვიყავით, რომ არაფერი გვიჭამა, პირდაპირ საძინებლისაკენ გავეშურეთ.

       რექსი ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა ჩვენს სახლში დაბრუნებას. ისე გველოდა როგორც დედა საყვარელი შვილის დაბრუნებას.

      იმ ღამით რექსი რაღაცნაირად აფორიაქებული დაგვხვდა. ვიცოდით, რომ ღამის საათებში არც საკვებს იღებდა და არც გარეთ გაყვანას ითხოვდა ხოლმე. ამიტომ ყურადღება არ მიგვიქცევია მისი ქცევისათვის.

 

  საძინებელ ოთახში დაძახების გარეშე არ შემოდიოდა, მაგრამ ახლა ტანსაცმლის გახდა არ დამანება, ოთახის გარეთ სალონისაკენ მექაჩებოდა. ვიფიქრე ალბათ უჭირს, საჭმელის მიცემა დაავიწყდათ მეთქი და თავის თეფშზე საკვები დავუყარე. პირიც კი არ დაუკარებია. მიჭირდა დაღლილს ამ დროს მისი გარეთ გაყვანა, მაგრამ მაინც ჩავიყვანე დაბლა გასასეირნებლად.

    ერთი გაიკუნტრუშა, მაგრამ იქვე უკან დაბრუნდა და შარვლის ტოტი მოქაჩა კბილებით, მანიშნებდა უკან დავბრუნდეთო. ის ის იყო გავიხადე და დაწოლას ვაპირებდი, რომ ოთახში დაუკითხავად შემოვიდა და ყეფა დამიწყო. ეხლა კი გავბრაზდი, რა გინდა მეთქი ვუყვირე. შეტრიალდა და ისევ სალონისაკენ გავიდა, მეუღლე გამიბრაზდა.

         -   ასე ჩქარა რომ ამოიყვანე იქნებ საქმე მოთავებული არ ქონდა-ო.

   ძაღლი გასასვლელი კარებისაკენ სრულიადაც არ მიიწევდა, ნახევრად მძინარე თვალებით ძლივს შევამჩნიე, რომ სამზარეულოში შერბოდა და გამორბოდა, თითქოსდა მანიშნებდა

        - მომყევი-ო.

       ოჯახური საჭმელი უყვარდა ვიფიქრე ალბათ ძაღლების სტანდარტული საჭმე-ლი არ მოსწონს და რაღაცას მთხოვს მეთქი. გაზქურის მახლობლად ტრიალებდა და წარმოვიდგინე რაღაც კერძი ელანდება მეთქი.

        სურათზე:  რექსი ყოველგვარი კამათის გარეშე ასრულებს მისთვის მიცემულ

                                                                                 ბრძანებებს

   ოთხთვალიან გაზქურაზე არაერი იდო და ის იყო რექსიზე გაბრაზე-ბულს სილის გაწვნას ვუპირებდი, რასაც არასდროს არ ვაკეთებდი, რომ უცებ ცხვირის ნესტოებში გაზის მძაფრი სუნი მეცა.

   ეხლა მივხვდი, თუ რამხელა ბრიყვი ვიყავი. მეუღლეს ვუხმე და ფრთხილად კარ-ფანჯრების სასწრაფოდ გაღება ვთხოვე, ისე რომ რაიმე სახის ხახუნი არ წარმოშო ბილიყო. ავუკრძალე სინათლის ანთება, რომ სახლში დაგროვილი გაზი არ აფეთ ქებულიყო. მოხუცი დედა და შვილები გავაღვიძე, რათა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ისინი გაზით გაგუდული ან მოწამლულიარ იყვნენ. მეუღლე მე-ზობლების გასაფრთხილებლად გვგზავნე და სახანძრო რაზმი გამოვიძახე ყოველი შემთხვევისათვის.

        სახანრო რაზმს გასაკეთებელი არაფერი დარჩა, როცა ოჯახში ჯერ კიდევ დარ ჩენილი გაზის რაოდენობა შეამოწმეს, ოფიციალურად განგვიცხადეს, რომ შე-საძლოა აფეთქება მომხდარიყო ან საერთოდ აღარ გაგვიღვიძებოდა.

        ეხლა გამოვფიხზლდი და იქვე მშვიდად კუთხეში მჯდარ რექსისკენ გავქანდი. ვეხვეოდი, ვკოცნიდი, მხსნელს ვეძახდი და სპონტანურად ვპირდებოდი მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში დელიკატესებით გამოვკვებავდი.

         სხვა დროს რექსიმ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ძაღლი ყველაზე ერთ-გული მეგობარია ადამიანისა. ეს ასე მოხდა.

გოგონები აშკარა დახრჩობას გადაარჩინა

        ქინერეთის ტბის სანაპიროზე ვისვენებდით. მეგობრებთან ერთად წყლის ნაპი რას ბანქოს თამაშში ვიყავით გართულნი. ჩვენგან 4 5 მეტრის დაშორებით ეჯახებოდა წყის ტალღები სანაპიროს. 50 -60 სმ სიღრმის წყალში ჩემი 12 წლის ქალიშვილი ნანა და იმავე ასაკის ძმისშვილი მედეა, რომელიც დღეისათვის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია ისრაელში ჭყუმპალაობდნენ და კის კისებდნენ.

         მათი ხმა უეცრად ჩაჩუმდა. აქამდე ჩვენს გვერდით მშვიდად მთვლემარე რექ სი წამოხტა და შურდულივით გაქანდა წყლისაკენ. როცა წყალში შეტოპა მხოლოდ მაშინ შევნიშნეთ გოგოების გაუჩინარება. ელვისებურად წამოვხტი და რექსის მივყევი. როცა ჩაყვინთა, დავინახე რომ გიჟივით ცდილობდა წყლის ზედაპირზე ამოსვლას.

         ჩემს თვალწინ დრამა თმაშდებოდა, გოგონები წყლის ქვემოთ ორმოში ჩავარ დნილან, ცურვა არ იციან, ორივე რექსიში ხედავს მშველელს და ორივე ხელით მას ეპოტინებიან. ძაღლმა ვერც მათი ამოყვანა შესძლო და ვერც თავის დახსნა მათი ხელებიდან. ჩავყვინთე და ჯერ ერთი, მერე მეორე ბავშვი ამოვაგდე ორმოან. მათ უამრავი წყალი გადაეყლაპათ, საბედნიეროდ ქინერეთის ტბის წყალი მტკნარია და არა მარილიანი. (მის წყალს სვამს ისრაელის მოქალაქეები).

         აი რა მოხდა. ქინერეთის ტბის სანაპიროზე მრავლადაა წყლით დაფარული პა-ტარ-პატარა ორმოები. გამოცდილი მცურავები მას საერთოდ ერ ამჩნევენ ხოლმე. ჩვენმა გოგოებმა სიცილ-კისკისში ვერ შენიშნეს, რომ ერთი მათგანი ჩავარდა ამ ორმოში, მერე კი მეორე ჩაითრია. რექსიმ მათი გაჭირვება იმწამსვე შენიშნა. რომ არა ის, ჩვენ ბანქოს თამაშში გართულები, კარგა ხანს ვერ შევამჩნევდით მათ გაუჩინარებას.

        ქიერეთის ტბაზე მუდმივადაა წყლის ქვეშა დინებები და ის იმდენად ძლიე-რია, რომ ფეხზე არა მდგარ გოგოებს რამდენიმე წუთში ჩაითრევდა და ტბაში უფრო ღრმად შეაცურებდა. რექსიმ დამანახა მათი გაუჩინარების ადგილი და ამიტომ შევძელი მათი დროულად გადარჩენა.

 

ყველაზე უკეთესი პირადი მცველი

         ზემოთ უკვე ავღნიშნე, რომ რექსი თან დამყავდა ხოლმე. ხშირად მომყვებოდა ხოლმე სამსახურში. არაფრით არ მაწუხებდა. რედაქციაში ჩემი სამუშაო მაგიდის მახლობლად, ჩემს ფეხებთან ახლოს იწვა და თვლემდა ხოლმე. როგორც კი ვინ მე ცხო შემოვიდოდა ჩემთან, იქვე ყურებს დაცქვიტავდა და საბრძოლო პო-ზიციას იჭერდა. ასე, პირდაღებული და გრძელი ენაგადმოგდებული იჯდა ხოლმე გაუნძრევლად.

        ჩემი სტუმრის არც ერთი მიმიკა და მოძრაობა არ გამოეპარეოდა. ერთხელ ჩემთან სასაუბროდ ჩემი მეგობარი პოეტი იოსებ კრხელი მოვიდა აშდოდიდან. ის ჩემი საწერი მაგიდის მეორე მხარეს, ჩემს საპირისპიროდ იჯდა და ასე ვსა უბრობდით. რექსი ჩემს გვერდით მშვიდად იჯდა და ჩვენს საუბარს ისმენდა.

           იოსებმა იხუმრა  -  რად გინდა ეს სათამაშო ძაღლი რომ მოგიყვანია რედაქ-ციაში-ო. რექსიმ იქვე დაიჭირა მ სიტვების ინტონაცია და იმასაც მიხვდა, რომ საუბარი მას ეხებოდა. რაიმე სხვა რეაქცია არ მოუხდენია.

    -   არაფერი შეგეშალოს-მეთქი, ვუთხარი იოსებს. ცოტა გამიბრაზდი და დაინა-ხავ-მეთქი  მის რეაქციას.

          იოსებმა ბავშვური გულუბრიყვილობა გამოიჩინა და ჩემთან საუბარში ცო--ტა ხმას უწია. თითქოსდა ჩემზე გაჯავრებული იყო.

           დედა, რაც ამის შემდეგ  მოხდა, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

           რექსიმ ჩემი გვერდიდან ისკუპა, მაგიდას გადაახტა და იოსებს ყელში ეცა.წა-მებმა ითამაშა თორემ ყელს გამოჭამდა. გიჟივით ვუყვირე, ხახაში ვეცი და მისი ბასრი კბილეი ჩემი თითებით დავფარე. იოსებს მკვდრის ფერი ედო სახეზე, მე კი კინაღამ ინფარქტმა დამარტყა.

კიდევ ერთი შემთხვევა

        ესეც რედაქციაში მოხდა. ჩვენი ოფისი მაშინ ქვედა სართულზე, ქუჩის დონეზე მდებარეობდა. რექსი ჩვეულებრივად ჩემს გვერდით იატაკზე იწვა და თვლემდა. მოულოდნელად წამოხტა, კარებისკენ გაქანდა, გააღო (მას სრულიადაც არ უჭირდა ამის გაკეთება) გარეთ შურდულივით გავარდა.

         ვიგრძენი რაღაც უბედურება მოხდებოდა და მეც უკან მივყევი. ქუჩა მანქა-ნებით იყო გადატვირთული, ისინი ნელი სლით მიდიოდნენ. რექსი ერთერთ მანქანას მიახტა. მძღოლს კარის ფანჯარა ღია ჰქონდა. ღმ-რთმა ქნადა მან რექსი დაინახა და მოასწრო ფანჯრის აწევა.

         რექსი შეახტა მანქანას და თავისი უზარმაზარი და ბასრი კბილებით მის ჩამტ-ვრევას ცდილობდა. წარმოდგენილი მაქვს თუ რა განცდეი ჰქონდა იმ დროს მანქანის მძღოლს.

        მანქანას რომ მივუახლოვდი სახტად დავრჩი. საჭესთან იჯდა კაცი, რომელსაც ჭირივით ვძულდი და სიამოვნებით დამახრჩობდა მის ხელში რომ აღმოვჩე-ნილიყავი. მიუხედავად ამისა, რექსის ვეტაკე და მანქანას მოვაშორე.

რექსისგან  დაცილება

        რექსი 9 წლის იყო და როცა ჩვეულებრივად "საძოვრად" გავუშვი. ვისაც ძაღლი ყოლია იცის, რომ ძაღლებს სასიცოცოხლოდ სჭირდებათ ბალახებისა და მცენა-რეულობის დაყნოსვა. ეს მათ თავიანთი სხეულის სამკურნალოდ სჭირდებათ, ისევე როორც ადამიანებს წამლის მიღება.

       სახლში რომ დაბრუნდა შევატყვე თავს კარგად ვერ გრძნობდა, იქვე ვეტერი-ნართან გავაქანე. გასინჯა. მოწამლულია და 2-3 დღეში თუ არ გამოკეთდა, დაიღუპებაო. თან ამ საწამლავის საწინააღმდეგო არაფერი გაგვაჩნია და ექიმები უძლურნი ვართო.

        იმ დღეებში რექსის გვერდიდან არ მოვშორებივარ, ყველაზე დელიკატურ საჭ-მელებს ვუმზადები. პირიდან გადმოსულ თეთრი ფერს დუჟს ვწმენდდი და ვასუფთავებდი.

   მესამე დღეს საჭმელს პირი აღარ დააკარა და ახლა ნამდვილად შევშინდი. მეუღ-ლესთან ერთად ექიმ ვეტერინარის კლინიკისაკენ ავქანდით.

    მანქანიდან გადმოყვანა რომ დავაპირე, რექსი გამიძალიანდა. ეს პირვე-ლად მოხდა, ყოველთვის მანქანიდან გადმოხტომას მასწრებდა, ისეთი გამომეტყ-ველება ჰქონდა თითქოსდა უკან მანქანაში დაბრუნება აღარ ეღირსებოდა. ყელ საბამში ხელის ჩაჭიდება დამჭირდა, რომ მანქანიდნ გადმოსულიყო. კლინიკი საკენ რომ მიმყავდა სულ უკან მანქანისაკენ იყურებოდა და უკან გაბრუნებას ცდილობდა.

          ექიმმა გასინჯა და უცერემონიოდ მითხრა: ძალიან ცოტა ხანი დარჩა და ტყუ-ილად იტანჯებაო. ის საშინელ ტკივილებს განიცდის და ჯობია დავაძინოთო. მე შეიძლებოდა გამჭრვებოდა ექიმის სიტყვების გაგება, მაგრამ რექსი იქვე მიხვდა, რომ ლაპარაკი მის სამუდამო დაძინებაზე იყო და თვალიდან ცრემლი გადმო უგორდა.

           ამის დანახვამ მეც და ჩემი მეუღლეც აგვატირა. მე ვღრიალებდი და ექიმს ვეხ ვეწებოდი ოღონდ რექსი გადამირჩინე და არაფერს არ დავიშურებ-მეთქი.

          უნდა გენახათ როგორი თვალებით გვიცქერდა ძაღლი, თითქოსდა გვემშვი დობებოდა, თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა, რომ სინი საბო-ლოოდ არ დაეხუჭა და არ დაგვცილებოდა. ატირებულმა და თვალცრემლიანმა ჩავიხუტე მისი თავი. ასე დალია მან სული ჩემს მკლავებში.

არასასურველი  სტუმარი

          დილით გათენებისას ტელეფონის ზარი გაისმა.

          - კორონა ვარ, შენთან სტუმრად მოსვლას ვაპირებ  -   მითხრა უცნობმა.

          ელდა მეცა, ჯერ სასურველი სტუმრის მიღება თქვი შენ ამ გაჭირვების დროს და მე-რე ამ არაკაცის, ყაჩაღისა და ავაზაკის სტუმრობა ოჯახში.

         ქარული სტუმართმოყვარეობა სისხლში მაქვს გამჯდარი და უარს როგორ ვაკად რებ. არა და თავი როგორ დავიძვრინო.

           - კი, ბატონო, მობრძანდი, მხოლოდ ისეთ დროს, არც ღამე იყოს და არც დღე მეთ-ქი  -  ვცადე ებრაული სიბრძნის გამოყენება.

       -    შენ , მაგ საკენკი ქათმებს დაუყარე, არჩევნების დროს ძალიან მომრავლნენ მით-ხრა.

        -   "დავიღუპე"  !  - gავიფიქრე

         გდავურეკე  მეგობრებს

         -  მიშველეთ როგორმე  -  თქო.

         ყველას თავის თავი უჭირს.

         -  კგბ ს მეთოდი გამოიყენეო მირჩიეს  -  აი ისეთი, მიხოელს რომ მოუწყეს მოსკოვ

შიო  -   მივხვდი.

          -  "უკანასკნელ კაპიკებს დავხარჯავ, ორ სატვირთო მანქანას დავიქირავებ, ქუჩის

ორივე შემოსასვლელთან დავაყენებ და ავარიას მოვუწყობ" გავიფიქრე.

          -  შენი სახლის კარებთან ისე გავჩნდები, ვერც კი იგრძნობო -  მიმიხვდა.

          -  ვაიმე, რა წყალში გადავვარდე -  წავიშინე თავში ხელი.

          უცებ გამახსენდა არჩევნები. ამერიკაში ვარ და ტრამპს დავურეკე.

         -  მიშველე,  პოლიცია, ეფ-b-აი და ცრუ ჩარიე და ამ გაჭირვებიდან მიხსენი მეთქი.

         -  მაგ ავაზაკის უკან დემოკრატიული პარტია დგას და ისინი აფინანსებენო.

         კინაღამ ხელი ჩავიქნიე.

         -   მონახე გამოსავალი და ისე გაასაღევერავინ რომ ვერ გაიგოს თქო  -  ვისროლე

ბოლო ანკესი.

       

korona.jpg

  -  მერე შავკანიანი რომ აღმოჩნდეს, ხომ გადამეკიდა მთელი სახელმწიფო ო  დაიჩივლა.

      -  მაშინ, თუ ესეც არ შეგიძლია, ერთი პატარა ტაქტიკური ატომური ბომბი მაინც მომეცი და  ე თვითონ გავაკეთებ მაგ შავ საქმეს მეთქი.

    - შენ გიჟი ხომ არ ხარ, ამ მამაძაღლ კორონას ნახევარი ნიუ-იორკის მოსახლეობა გინდა გადააყოლო-ო.

          დავკარგე ყოველგვარი იმედი, ვერავინ მიშველა. გადავწყვიტე:

      -   "ნაძრახ სიცოცხლეს გმირულად სიკვდილი მირჩევნია" -  თქვა და გავექანე ბომბის საყიდლად.

          -  "დავიღუპები, მაგრამ კორონასაც თან გავიყოლებ"  -  ჩავიფიქრე ................ და  ...............   გამომეღვიძა.

რჩეული  ლექსები  -  იაკობ  ჩიკვაშვილი

"ალიის  40  წელი"  -  ებრაულ  ენაზე

© 2023 by Under Construction. Proudly created with Wix.com

bottom of page